ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"დღევანდელი ევროკავშირი პოლიციელზე ძალადობის ფაქტს ახალისებს და იძლევა ამისთვის ჯილდოებს, რომ ხვალ და ზეგ იგივე გააკეთოს ნებისმიერმა რადიკალური ოპოზიციის აქტივისტმა" - ირაკლი ჭეიშვილი

ქართული ოცნება

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა მზია ამაღლობელისთვის ლეხ ვალესას სახელობის ჯილდოს გადაცემა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს პოლიციელზე ძალადობის წახალისებაა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადისლავ სიკორსკიმ კი განაცხადა, რომ დაკავებული ამაღლობელი სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის და მხარდაჭერა სჭირდება.

"დღევანდელი ევროკავშირი პოლიციელზე ძალადობის ფაქტს ახალისებს და იძლევა ამისთვის ჯილდოებს, რომ ხვალ და ზეგ იგივე გააკეთოს ნებისმიერმა რადიკალური ოპოზიციის აქტივისტმა" - ირაკლი ჭეიშვილი
"დღევანდელი ევროკავშირი პოლიციელზე ძალადობის ფაქტს ახალისებს და იძლევა ამისთვის ჯილდოებს, რომ ხვალ და ზეგ იგივე გააკეთოს ნებისმიერმა რადიკალური ოპოზიციის აქტივისტმა" - ირაკლი ჭეიშვილირუსთავი 2

მზია ამაღლობელისთვის ლეხ ვალესას სახელობის ჯილდოს გადაცემას პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პოლიციელზე ძალადობისა და სამართალდამცველებზე თავდასხმების პირდაპირი წახალისებაა. მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან მსგავსი ქმედებები ორმაგი სტანდარტების გამოხატულებაა.

"მზია ამაღლობელს, რომელმაც პოლიციელზე იძალა, მას დააჯილდოებ და წაახალისებ, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ კიდევ ხვალ და ზეგ წაახალისონ მსგავსი ფაქტი, რომ იძალადონ პოლიციელზე და არა მხოლოდ პოლიციელზე, ნებისმიერ საჯარო მოხელეზე თუ ადმინისტრაციულ შენობაზე.

პოლიციელზე ძალადობის ფაქტს ახალისებს დღევანდელი ევროკავშირი და იძლევა ამისთვის ჯილდოებს, რომ ხვალ და ზეგ იგივე გააკეთოს და გაიმეოროს ნებისმიერმა რადიკალური ოპოზიციის აქტივისტმა.

თქვენ კარგად იცით თუ როგორ ისჯება ევროპაში, მათ შორის, მსგავსი პოლიციელზე ძალადობა და როგორ ისჯება ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციელზე ძალადობა", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

მზია ამაღლობელს პოლონეთმა ლეხ ვალესას სახელობის ჯილდო გადასცა. გადაწყვეტილება რადისლავ სიკორსკიმ ვარშავაში გამართულ ღონისძიებაზე, გამოაცხადა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ პოლიციელზე ძალადობისთვის დაკავებული ამაღლობელი სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის, რის გამოც ის მხარდაჭერას საჭიროებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მზია ამაღლობელს, რომელმაც პოლიციელზე იძალა, მას დააჯილდოებ და წაახალისებ, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ კიდევ ხვალ და ზეგ წაახალისონ მსგავსი ფაქტი, რომ იძალადონ პოლიციელზე და არა მხოლოდ პოლიციელზე, ნებისმიერ საჯარო მოხელეზე თუ ადმინისტრაციულ შენობაზე. პოლიციელზე ძალადობის ფაქტს ახალისებს დღევანდელი ევროკავშირი და იძლევა ამისთვის ჯილდოებს, რომ ხვალ და ზეგ იგივე გააკეთოს და გაიმეოროს ნებისმიერმა რადიკალური ოპოზიციის აქტივისტმა. თქვენ კარგად იცით თუ როგორ ისჯება ევროპაში, მათ შორის, მსგავსი პოლიციელზე ძალადობა და როგორ ისჯება ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციელზე ძალადობა“
ირაკლი ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.