"მზია ამაღლობელიც ამათი მსხვერპლია. ამათი დატრენინგებული, მხარდაჭერილი, დაფინანსებული აქტივისტი, რომელმაც პოლიციას ხელი გაარტყა. პოლიციელის სახეში გარტყმის გამო აჯილდოებენ პოლონეთში?" - ირაკლი ზარქუა
მმართველმა გუნდმა მზია ამაღლობელისთვის პოლონეთის მიერ ლეხ ვალესას სახელობის ჯილდოს გადაცემას ძალადობის წახალისება უწოდა. პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები ორმაგი სტანდარტია, რადგან ევროპაში პოლიციელზე თავდასხმა მკაცრად ისჯება.

მზია ამაღლობელისთვის პოლონეთის მიერ ლეხ ვალესას სახელობის ჯილდოს გადაცემას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ფაქტი სამართალდამცველებზე თავდასხმისა და რადიკალიზმის მორიგი წახალისებაა.
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მსგავსი ქმედებები ორმაგი სტანდარტების გამოხატულებაა, ვინაიდან ევროპის ქვეყნებში პოლიციელზე ხელის დარტყმა მკაცრად ისჯება.
"მზია ამაღლობელიც ამათი მსხვერპლია. ამათი დატრენინგებული, მხარდაჭერილი, დაფინანსებული აქტივისტი, რომელმაც პოლიციას ხელი გაარტყა. პოლიციელის სახეში გარტყმის გამო აჯილდოებენ პოლონეთში. წახალისებაა ეს ძალადობის, მეტი რა არის, რომ უთხრან, რომ აი, კი, შენ კი დაგიჭირეს, კი ციხეში ხარ, მაგრამ აი ჩვენ გაღიარებთ, მხარს გიჭერთ. პოლონელებს მინდა მივმართო, მათ მთავრობას, თქვენს ქვეყანაში ახლა რომ არის, აქციები რომ მიმდინარეობს, აი პოლიციელს რომ გაარტყას ხელი თქვენმა რომელიმე ენჯეო აქტივისტმა, ოპოზიციიდან, თქვენ დააჯილდოებთ მას? ეტყვით, რომ რა კარგი ადამიანი ხარ? არა, დაიჭერთ, ციხეს მიუსჯით, ისევე როგორც გერმანიაში და საფრანგეთში მოხდა ეს. მაგრამ აქ, საქართველოში თურმე მოსულა. აქ ეს დაბალი ღობეა, აქ შეგიძლია პარლამენტზე შტურმით გაილაშქრო, აქ შეგიძლია მოლოტოვის კოქტეილი ესროლო და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა გქონდეს", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს პოლონეთმა ლეხ ვალესას სახელობის ჯილდო გადასცა. გადაწყვეტილება რადისლავ სიკორსკიმ ვარშავაში გამართულ ღონისძიებაზე, გამოაცხადა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ პოლიციელზე ძალადობისთვის დაკავებული ამაღლობელი სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის, რის გამოც ის მხარდაჭერას საჭიროებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2"დღევანდელი ევროკავშირი პოლიციელზე ძალადობის ფაქტს ახალისებს და იძლევა ამისთვის ჯილდოებს, რომ ხვალ და ზეგ იგივე გააკეთოს ნებისმიერმა რადიკალური ოპოზიციის აქტივისტმა" - ირაკლი ჭეიშვილი
- რუსთავი 2ვარშავამ მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცა - მმართველი გუნდი პოლონეთის საგარეო უწყების გადაწყვეტილებას ძალადობის წახალისებად აფასებს
ციტატები სტატიიდან
„მზია ამაღლობელიც ამათი მსხვერპლია. ამათი დატრენინგებული, მხარდაჭერილი, დაფინანსებული აქტივისტი, რომელმაც პოლიციას ხელი გაარტყა. პოლიციელის სახეში გარტყმის გამო აჯილდოებენ პოლონეთში. წახალისებაა ეს ძალადობის, მეტი რა არის, რომ უთხრან, რომ აი, კი, შენ კი დაგიჭირეს, კი ციხეში ხარ, მაგრამ აი ჩვენ გაღიარებთ, მხარს გიჭერთ. პოლონელებს მინდა მივმართო, მათ მთავრობას, თქვენს ქვეყანაში ახლა რომ არის, აქციები რომ მიმდინარეობს, აი პოლიციელს რომ გაარტყას ხელი თქვენმა რომელიმე ენჯეო აქტივისტმა, ოპოზიციიდან, თქვენ დააჯილდოებთ მას? ეტყვით, რომ რა კარგი ადამიანი ხარ? არა, დაიჭერთ, ციხეს მიუსჯით, ისევე როგორც გერმანიაში და საფრანგეთში მოხდა ეს. მაგრამ აქ, საქართველოში თურმე მოსულა. აქ ეს დაბალი ღობეა, აქ შეგიძლია პარლამენტზე შტურმით გაილაშქრო, აქ შეგიძლია მოლოტოვის კოქტეილი ესროლო და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა გქონდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…