ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რუსეთის მოქალაქეებს ლიეტუვის სტრატეგიულ ობიექტებთან უძრავი ქონების შეძენას აუკრძალავენ

საქართველოს პარლამენტი

ლიეტუვის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებთან უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს. გამონაკლისი იქნება მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებული ქონება. კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ის 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

რუსეთის მოქალაქეებს ლიეტუვის სტრატეგიულ ობიექტებთან უძრავი ქონების შეძენას აუკრძალავენ
რუსეთის მოქალაქეებს ლიეტუვის სტრატეგიულ ობიექტებთან უძრავი ქონების შეძენას აუკრძალავენრადიო თავისუფლება

ლიეტუვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მახლობლად უძრავი ქონების ფლობა ნებადართული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება მემკვიდრეობითაა მიღებული.

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მთავრობას იმედი აქვს, რომ აკრძალვა მნიშვნელოვნად შეამცირებს სადაზვერვო საქმიანობას და ჰიბრიდულ ოპერაციებს, მათ შორის სამხედრო წვრთნებზე, ან ჯარების გადაადგილებაზე დაკვირვებას.

ლიეტუვის ცენტრალური რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის მაისის მდგომარეობით, ლიეტუვაში უძრავი ქონება, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მახლობლად, შეძენილი აქვს რუსეთის 5104 და ბელარუსის 2781 მოქალაქეს, რომლებსაც ბინადობის უფლება აქვთ.

თუ ლიეტუვის მთავრობის მიერ 30 სექტემბერს მხარდაჭერილ კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს, აკრძალვა 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა ეკრძალებათ ლატვიასა და ფინეთშიც. ანალოგიური კანონის მიღებას ესტონეთიც გეგმავს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.