აჭარაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 15 გადამცვლელი პუნქტი უკანონოდ მუშაობდა - ამოღებულია ₾365 000
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 15 ფაქტი გამოავლინა. ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე მოქმედი გადამცვლელი პუნქტებიდან 356 000 ლარზე მეტი ღირებულების ვალუტა ამოიღეს. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, დაკავებულია 9 პირი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 15 ფაქტი გამოავლინა, დაკავებულია 9 პირი.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გადამცვლელი პუნქტები აჭარის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით მუშაობდნენ.
"სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩხრეკა ჩატარდა 15 ლოკაციაზე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ინვენტარი.
ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 356 000 ლარს აღემატება.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, მათგან 9 დაკავებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით.
ციტატები სტატიიდან
„სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩხრეკა ჩატარდა 15 ლოკაციაზე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ინვენტარი. ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 356 000 ლარს აღემატება. გატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, მათგან 9 დაკავებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.