რუსებმა კიევს და ოდესას შეუტიეს
რუსულმა ძალებმა კიევსა და ოდესას შეუტიეს. ოდესაში ინფრასტრუქტურა დაზიანდა, ხოლო კიევში, სოლომენსკის და ობოლონსკის რაიონებში, თავდასხმის შედეგად კაფესა და სასაწყობო შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

რუსულმა ძლებმა ოდესას შეუტიეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურა დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, რუსებმა თავდასხმა განახორციელეს უკრაინის დედაქალაქ კიევზეც. სოლომენსკის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე კაფეში ხანძარი გაჩნდა. გარა ამისა, ობოლონსკის რაიონში სასაწყობო შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.