ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პერკოვმა "კარგი იდეა" უწოდა ენერგეტიკულ ზავს

მედიასაშუალებების ცნობით, ტრამპის საგანგებო წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მოსკოვში ვიზიტისას ენერგეტიკული ზავის იდეა წამოაყენეს. პერკოვმა ამ იდეას კარგი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს რუსეთს შიდა ბაზრის ნავთობპროდუქტებით მომარაგების საშუალებას მისცემს, თუმცა არ დაუზუსტებია, ნიშნავს თუ არა ეს მოსკოვის პოზიციის შეცვლას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ზავისთვის, თუ რუსეთის მხრიდან გარანტიები იარსებებს. ამასთან, მხარეები კვლავ აგრძელებდნენ ერთმანეთის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვას.

პერკოვმა "კარგი იდეა" უწოდა ენერგეტიკულ ზავს
პერკოვმა "კარგი იდეა" უწოდა ენერგეტიკულ ზავსრადიო თავისუფლება

მედიასაშუალებების მონაცემებით, ენერგეტიკული ზავის იდეით მოსკოვში ვიზიტისას გამოვიდნენ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ამ იდეაზე რამდენიმე დღის წინ ლაპარაკისას პერკოვმა თქვა, რომ ენერგეტიკა უკრაინისთვის წარმოადგენს "აქილევსის ქუსლს" და ფაქტობრივად გამორიცხა ენერგეტიკული ზავის ამოქმედება.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მანამდე აცხადებდა, რომ უკრაინა მზადაა ენერგეტიკული ზავისთვის, თუკი იქნება იმის გარანტიები, რომ ამ ზავს რუსეთი დაიცავს.

პესკოვს არ დაუზუსტებია მისი დადებითი შეფასება რამდენად ნიშნავს მოსკოვის პოზიციის ცვლილებას, ან მის მზაობას ზავს მხარი დაუჭიროს. თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი ზავი რუსეთს საშუალებას მისცემს შიდა ბაზარი მოამარაგოს ნავთობის პროდუქტებით.

15 სექტემბრის ღამით მხარეები კვლავ ახორციელებდნენ დარტყმებს, მათ შორის ენეგეტიკის ობიექტებზე. უკრაინამ რუსეთის ქალაქ სიზრანში დაარტყა ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოს, ხოლო რუსეთის მეომრებმა, მათ შორის, იერიშები მიიტანეს მათ შორის კიევში განთავსებულ, ორ ბენზინგასამართ სადგურზე.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.