პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიმიტრი პესკოვი - დონალდ ტრამპის ინიციატივა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ კარგი იდეაა

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დონალდ ტრამპის ინიციატივა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ კარგი იდეაა. პესკოვის თქმით, რუსეთი ამერიკულ მხარესთან კომუნიკაციას აგრძელებს და ყოველთვის მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მხარესაა. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა და რუსეთი დათანხმდნენ ერთმანეთის ენერგეტიკულ სამიზნეებს არ დაარტყან.

დიმიტრი პესკოვი - დონალდ ტრამპის ინიციატივა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ კარგი იდეაა
ინტერპრესნიუსი

დონალდ ტრამპის ინიციატივა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ კარგი იდეაა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება ენერგეტიკული ზავის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მთლიანობაში, ამას ძალიან კარგ იდეად მივიჩნევთ“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ამერიკულ მხარესთან კონტაქტს ინარჩუნებს.

„მათთან კომუნიკაციას გავაგრძელებთ. ჩვენ ყოველთვის მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მხარეს ვართ“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, 14 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა და რუსეთი დათანხმდნენ ერთმანეთის ენერგეტიკულ სამიზნეებს არ დაარტყან.

„უკრაინა დათანხმდა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ სამიზნეებს. ასევე დათანხმდა რუსეთი! მსოფლიოში დიზელის საწვავის ფასების ზრდა ძირითადად გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომით, არა ირანით“, - დაწერა ტრამპმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ.წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები