პატიმრობიდან გაათავისუფლეს მოზარდი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
რუსთავის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის მოზარდი, რომელსაც პროკურატურამ ბრალი შეუცვალა და განზრახ მკვლელობის ნაცვლად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილ მკვლელობას ედავება. ადვოკატისა და ოჯახის განცხადებით, არასრულწლოვანი თავს იცავდა მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქემ მისი ბინაში ჩაკეტვა და სექსუალური ძალადობა სცადა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის მოზარდი, რომელსაც პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა.
უწყება ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.
თავდაპირველად მოზარდს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატის ცნობით, გამოძიება ახლა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს – მკვლელობა ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. ეს ადვოკატის განმარტებით, ბევრად მსუბუქი მუხლია და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
„პროკურატურასაც ვულოცავ სწორ გადაწყვეტილებას, თუმცა ესეც ნაწილობრივ სწორია, ვინაიდან პროკურატურას შეეძლო სრულად ეღიარებინა ბავშვის უდანაშაულობა. ამ მუხლის შემსუბუქებით მათ 99%-ით აღიარეს წინა ბრალდების აბსურდულობა და 99%-ით აღიარეს ბავშვის უდანაშაულობა“, – თქვა ადვოკატმა „ტვ პირველთან“.
ოჯახის პოზიციაა, რომ არასრულწლოვანი თავს იცავდა.
„ჩემი შვილი თავს იცავდა, იმიტომ მოხდა ეს ფაქტი“, – თქვა დედამ „ტვ პირველთან“.
სასამართლო მოზარდის საქმის განხილვას აგრძელებს.
საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოკლა უცხო ქვეყნის მოქალაქე.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, თვეების განმავლობაში მოზარდი და ადვოკატი ირწმუნებოდნენ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ, 50 წლამდე კაცმა, 5 ივნისის საღამოს მოზარდი ნაქირავებ ბინაში ჩაკეტა, სექსუალური ძალადობა სცადა და ბიჭი იძულებული გახდა, თავის დასაცავად დანა გამოეყენებინა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიგირაოთი გაათავისუფლებენ არასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა
- რუსთავი 2პროკურატურამ, რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ არასრულწლოვანს, ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდება შეუმსუბუქა
- ალიაარასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა, გირაოთი გაათავისუფლებენ
- TV პირველითავისუფალია 16 წლის ბიჭი, რომელიც ამბობდა, რომ კაცი მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობის დროს მოკლა
- რადიო თავისუფლებაპატიმრობიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
- ალიაგაათავისუფლეს მოზარდი, რომელიც ამბობდა, რომ კაცი მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობის დროს მოკლა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…