ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაათავისუფლეს მოზარდი, რომელიც ამბობდა, რომ კაცი მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობის დროს მოკლა

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში 50 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალი შეუმსუბუქა და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილ მკვლელობად გადააკვალიფიკאცა. მოზარდი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ოჯახის წევრების განცხადებით, კაცი მოზარდზე სექსუალური ძალადობის მცდელობისას მოკლეს.

გაათავისუფლეს მოზარდი, რომელიც ამბობდა, რომ კაცი მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობის დროს მოკლა
გაათავისუფლეს მოზარდი, რომელიც ამბობდა, რომ კაცი მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობის დროს მოკლაალია

არასრულწლოვანი, რომელიც 50 წლის კაცის მკვლელობისთვის იყო დაკავებული, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ არასრულწლოვანს ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება შეუმსუბუქა.

საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას,რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოკლა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი იმავე დღეს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარემ არასრულწლოვანს წარდგენილი ბრალდება შეუმსუბუქა და ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით (მკვლელობა ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავდროულად, პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე“,- ნათქვამიაპროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მკვლელობა რუსთავში 5 ივნისს მოხდა. მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 50 წლის კაცმა არასრულწლოვან ბიჭზე სექსუალური ძალადობა სცადა და ბავშვი თავს იცავდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 60 წელს გადაცილებული კაცი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები