გირაოთი გაათავისუფლებენ არასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა
საქართველოს პროკურატურამ რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანს ახლად გამოვლენილი მტკიცებულებებისა და ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე ბრალი შეუცვალა და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილ მკვლელობად გადააკვალიფიცირა. პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

გირაოთი გაათავისუფლებენ არასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა - ამის შესახებ ცნობილი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება.
ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ არასრულწლოვანს ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება შეუმსუბუქა.
საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოკლა უცხო ქვეყნის მოქალაქე.
სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი იმავე დღეს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა) წარედგინა,რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარემ არასრულწლოვანს წარდგენილი ბრალდება შეუმსუბუქა და ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით (მკვლელობა ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავდროულად, პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე"- წერს პროკურატურა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პროკურატურამ, რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ არასრულწლოვანს, ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდება შეუმსუბუქა
- ალიაარასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა, გირაოთი გაათავისუფლებენ
- TV პირველითავისუფალია 16 წლის ბიჭი, რომელიც ამბობდა, რომ კაცი მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობის დროს მოკლა
- რადიო თავისუფლებაპატიმრობიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
- ალიაგაათავისუფლეს მოზარდი, რომელიც ამბობდა, რომ კაცი მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობის დროს მოკლა
- ნეტგაზეთიპატიმრობიდან გაათავისუფლეს მოზარდი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…