პატიმრობიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
რუსთავში, 2026 წლის 5 ივნისს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ ახლად გამოვლენილი მტკიცებულებებისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 16 წლის ბიჭს ბრალი შეუმსუბუქა და საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გააუქმრა. ადვოკატის განცხადებით, მოზარდი თავს იცავდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მოქალაქემ მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.

მისი საქმის განხილვა გაგრძელდება, თუმცა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გარეშე.
საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს რუსთავში მომხდარ ფაქტს, როდესაც მოზარდმა საცხოვრებელ ბინაში აზერბაიჯანის მოქალაქე მოკლა:
თავდაპირველი ბრალდების მიხედვით, მოზარდს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა;
შეცვლილი ბრალით, 113-ე მუხლით განსაზღვრულია გამოსასწორებელი სამუშაო, შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე.
პროკურატურა ამბობს, რომ 16 წლის ბიჭს ბრალი ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუმსუბუქდა. ამ გარემოებად ის „მიღებული ექსპერტიზის დასკვნასა და სხვა მტკიცებულებებს“ ასახელებს.
ამის გამო პროკურატურამ სასამართლოს სამი თვის წინ დაკავებული ბიჭისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა.
„პროკურატურამ შეძლო და აღიარა 99% პროცენტით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბავშვის უდანაშაულობა - ბრალი არ არის მთლიანად მოხსნილი, მაგრამ ბერვი იურისტი დამეთანხმება ალბათ, რომ ეს არ არის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული მოგერიება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 16 წლის ბიჭის ადვოკატმა, ალი ბადიროვმა.
„სექსუალური კონტაქტის დამყარება ძალის გამოყენებით სცადა“
სამი თვის განმავლობაში მოზარდი და მისი ადვოკატი ირწმუნებოდნენ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ, 50 წლამდე კაცმა, 5 ივნისის საღამოს მოზარდი ნაქირავებ ბინაში ჩაკეტა, სექსუალური ძალადობა სცადა და ბიჭი იძულებული გახდა, თავის დასაცავად დანა გამოეყენებინა.
არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე, როგორც ამას კანონი ითხოვს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ დახურა. ანუ სხდომებზე ჟურნალისტები არ დაიშვებიან.
50 წლამდე კაცი, აზერბაიჯანის მოქალაქე, საქართველოში 2026 წლის გაზაფხულის მიწურულს ჩამოვიდა. მან რუსთავში მღებავად დაიწყო მუშაობა, ბინაც იქვე იქირავა და როგორც 16 წლის ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, დამხმარედ არასრულწლოვანი ბიჭები დაიქირავა:
„სამი დამხმარე ჰყავდა, სამივე არასრულწლოვანი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბიჭი ორი დღის აყვანილი ჰყავდა, როცა ეს შემთხვევა მოხდა“.
მისი თქმით, აზერბაიჯანელ მღებავს არასრულწლოვანი ბიჭები, რომლებიც გარდაბნის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ, იმავე სოფელში მცხოვრებმა ტაქსის მძღოლმა გააცნო.
„მოზარდი ყვება, რომ ბინაში შესვლის შემდეგ კაცმა კარი გასაღებით ჩაკეტა. ისინი იქ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყვნენ. თითქოს ქალებს ელოდნენ. შემდეგ კაცმა ბიჭს ტანსაცმლის გახდა შესთავაზა იმ მოტივით, რომ ქალებიც მალე მივიდოდნენ.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ტანსაცმელი თავად გაიხადა, რის შემდეგაც კაცმა მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება ძალის გამოყენებით სცადა“, - ამბობს ადვოკატი.
მოზარდის მონათხრობით, მან კაცს თავი დააღწია, მაგრამ ბინიდან გასვლა ვერ შეძლო, კარი ჩაკეტილი იყო, მისი ტელეფონი კაცს ჰქონდა:
„ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, სამზარეულოში დანა ავიღეო“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიგირაოთი გაათავისუფლებენ არასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა
- რუსთავი 2პროკურატურამ, რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ არასრულწლოვანს, ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდება შეუმსუბუქა
- ალიაარასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა, გირაოთი გაათავისუფლებენ
- TV პირველითავისუფალია 16 წლის ბიჭი, რომელიც ამბობდა, რომ კაცი მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობის დროს მოკლა
- ალიაგაათავისუფლეს მოზარდი, რომელიც ამბობდა, რომ კაცი მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობის დროს მოკლა
- ნეტგაზეთიპატიმრობიდან გაათავისუფლეს მოზარდი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
ციტატები სტატიიდან
„პროკურატურამ შეძლო და აღიარა 99% პროცენტით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბავშვის უდანაშაულობა - ბრალი არ არის მთლიანად მოხსნილი, მაგრამ ბერვი იურისტი დამეთანხმება ალბათ, რომ ეს არ არის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული მოგერიება“
„მოზარდი ყვება, რომ ბინაში შესვლის შემდეგ კაცმა კარი გასაღებით ჩაკეტა. ისინი იქ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყვნენ. თითქოს ქალებს ელოდნენ. შემდეგ კაცმა ბიჭს ტანსაცმლის გახდა შესთავაზა იმ მოტივით, რომ ქალებიც მალე მივიდოდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ტანსაცმელი თავად გაიხადა, რის შემდეგაც კაცმა მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება ძალის გამოყენებით სცადა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…