ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა

ეკონომიკური ზეწოლისა და ვალუტის გადინების შიშის ფონზე, ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა. შესაბამის განკარგულებას ხელი ირანის პრეზიდენტმა მასუმ პეზეშკიანმა 30 სექტემბერს მოაწერა.

ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალაინტერპრესნიუსი

ეკონომიკური ზეწოლის ფონზე, ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე იქნა მიღებული, რაც რიგითი ირანელების უკმაყოფილებას იწვევს ავტომობილებზე ფასების გამო.

განკარგულებას ირანის პრეზიდენტმა, მასუმ პეზეშკიანმა 30 სექტემბერს მოაწერა ხელი. აღნიშნული ნაბიჯი ასევე, უკავშირდება ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინების გამო შეშფოთებას.

აღინიშნება, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ირანის მსხვილი ქალაქების მცხოვრებლები ამბობენ, რომ შეძლებულ უბნებში მდიდრული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა. დიდი ქალაქებში ასევე გაიზარდა ჩინური წარმოების ელექტრომობილებისა და მაღალი გამავლობის ავტომობილების რაოდენობა.

ასევე, მედია წერს, რომ შეძლებული ირანელები ძვირადღირებულ ავტომობილებს ინვესტიციად განიხილავენ, რადგან მეორადი მანქანების ფასი, როგორც წესი, შედარებით სტაბილური რჩება.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.