ილჰამ ალიევი: „სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა“ • POSTV
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის საქმე მიჩქმალეს.

JPG resized with https://ezgif.com/resize
„ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა“, – აღნიშნა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა.
ალიევმა თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ევროპარლამენტში მომხდარი ხმაურიანი სკანდალი გაიხსენა და აღნიშნა, რომ უწყებამ მომხდარზე რეაგირების ნაცვლად, ფაქტი მიჩქმალა.
„[ევროპარლამენტის] ვიცე-პრეზიდენტის სახლში ჩემოდნებში მილიონობით დოლარი იპოვეს და ეს ყველაფერი ისე მიჩქმალეს, თითქოს არაფერი მომხდარა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა“
„[ევროპარლამენტის] ვიცე-პრეზიდენტის სახლში ჩემოდნებში მილიონობით დოლარი იპოვეს და ეს ყველაფერი ისე მიჩქმალეს, თითქოს არაფერი მომხდარა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…