პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას ჯილდო გადასცა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვარშავაში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო მიანიჭა. ჯილდო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ „ბათუმელების“ წარმომადგენელს, ირმა დიმიტრაძეს გადასცა.

30 სექტემბერს ვარშავაში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელსაც პოლონეთის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი და თავად ლეხ ვალენსა ესწრებოდნენ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო მიენიჭა.
ვინაიდან ლაურეატი ადგილზე არ იმყოფებოდა, ჯილდო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ბათუმელების“ წარმომადგენელს, ირმა დიმიტრაძეს გადასცა.
ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, ლეხ ვალენსას სახობის ეს პრესტიჟული ჯილდო გადაეცემათ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ სამოქალაქო თავისუფლებების დაცვასა და დემოკრატიის ხელშეწყობაში. ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო სოლიდარობისა და თავისუფლების იდეების ერთგულებას მსოფლიო მასშტაბით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ბათუმელებიმზია ამაღლობელს გადასცეს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო
- ინტერპრესნიუსიპოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა
- TV პირველიმზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
- ნეტგაზეთიპოლონეთმა მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა
- ტაბულამზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა
- რადიო თავისუფლებაპოლონეთმა მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცა
- ბათუმელები„თავისუფლება და დემოკრატია არასოდეს გვეძლევა ერთხელ და სამუდამოდ. მზიამ ეს კარგად იცის“ – სიკორსკი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…