მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისთვის. დაჯილდოების ცერემონია ვარშავაში გაიმართა.

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა.
ბათუმელების ცნობით, დაჯილდოების ცერემონია ვარშავაში დღეს, 30 სექტემბერს გაიმართა და მას თავად ლეხ ვალენსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკიც ესწრებოდნენ.
გამოცემა წერს, რომ მზია ამაღლობელს ჯილდო დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის აღიარების ნიშნად გადაეცა.
ბათუმელების განცხადებით, მზია ამაღლობელის ჯილდო რადოსლავ სიკორსკიმ მათ წარმომადგენელს, ირმა დიმიტრაძეს გადასცა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ბათუმელებიმზია ამაღლობელს გადასცეს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო
- ინტერპრესნიუსიპოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა
- TV პირველიმზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
- ნეტგაზეთიპოლონეთმა მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა
- რადიო თავისუფლებაპოლონეთმა მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცა
- ფორმულაპოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას ჯილდო გადასცა
- ბათუმელები„თავისუფლება და დემოკრატია არასოდეს გვეძლევა ერთხელ და სამუდამოდ. მზიამ ეს კარგად იცის“ – სიკორსკი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…