ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გურამ მაჭარაშვილი – ევროკავშირი ევროსაბჭოთა კავშირი ხდება, წევრებს ეუბნებიან, რომ ვეტოს უფლებას ჩამოართმევენ

ხალხის ძალა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „ევროსაბჭოთა კავშირად“ იქცევა, რადგან წევრებს ვეტოს უფლებას ართმევენ, რაც მისი თქმით, დიქტატურისკენ მიმავალი გზაა.

გურამ მაჭარაშვილი – ევროკავშირი ევროსაბჭოთა კავშირი ხდება, წევრებს ეუბნებიან, რომ ვეტოს უფლებას ჩამოართმევენ
გურამ მაჭარაშვილი – ევროკავშირი ევროსაბჭოთა კავშირი ხდება, წევრებს ეუბნებიან, რომ ვეტოს უფლებას ჩამოართმევენპირველი არხი

საზოგადოებამ განსაჯოს, ეს ევროკავშირია თუ ევროსაბჭოთა კავშირია, სადაც წევრ სახელმწიფოებს რეალურად უფლებები არ აქვთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატიას დიქტატურისკენ მიმავალი გზა აქვს არჩეული.

„ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, თუ როგორ ხდება ევროკავშირი – ევროსაბჭოთა კავშირი. პრაქტიკულად, არსებულ წევრებს ეუბნებიან, რომ ვეტოს უფლებას ჩამოართმევენ და კანდიდატებს ეუბნებიან, რომ თუ ევროკავშირში შემოხვალთ, სუვერენიტეტის და გასაღებებს ბრიუსელს ჩაგვაბარებთო.

საზოგადოებამ განსაჯოს, ეს ევროკავშირია თუ ევროსაბჭოთა კავშირია, სადაც წევრ სახელმწიფოებს რეალურად უფლებები არ აქვთ. გადაწყვეტილება, რომ არსებულ წესსაც ცვლი და იმის იმედი არ გაქვს, რომ 27 ქვეყნიდან მხოლოდ 15 უნდა დაითანხმო და დანარჩენის აზრი აღარ გაინტერესებს. ახლა 15-ია, შემდეგ ხუთზე ჩამოვლენ და შემდეგ საერთოდ გააუქმებენ და იტყვიან, რომ რაში გვჭირდება ამ წევრების ხმები, როცა ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებასო. აქეთკენ მიმავალი გზა დიქტატურისკენ მიმავალია, რაც დღეს ევრობიუროკრატიას აქვს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, თუ როგორ ხდება ევროკავშირი – ევროსაბჭოთა კავშირი. პრაქტიკულად, არსებულ წევრებს ეუბნებიან, რომ ვეტოს უფლებას ჩამოართმევენ და კანდიდატებს ეუბნებიან, რომ თუ ევროკავშირში შემოხვალთ, სუვერენიტეტის და გასაღებებს ბრიუსელს ჩაგვაბარებთო. საზოგადოებამ განსაჯოს, ეს ევროკავშირია თუ ევროსაბჭოთა კავშირია, სადაც წევრ სახელმწიფოებს რეალურად უფლებები არ აქვთ. გადაწყვეტილება, რომ არსებულ წესსაც ცვლი და იმის იმედი არ გაქვს, რომ 27 ქვეყნიდან მხოლოდ 15 უნდა დაითანხმო და დანარჩენის აზრი აღარ გაინტერესებს. ახლა 15-ია, შემდეგ ხუთზე ჩამოვლენ და შემდეგ საერთოდ გააუქმებენ და იტყვიან, რომ რაში გვჭირდება ამ წევრების ხმები, როცა ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებასო. აქეთკენ მიმავალი გზა დიქტატურისკენ მიმავალია, რაც დღეს ევრობიუროკრატიას აქვს“
გურამ მაჭარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.