ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

არ განიხილება [პოლიტიკაში] ჩემი დაბრუნება ამ ეტაპზე – გომელაური

თბილისის საქალაქო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტრო

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გამოიკითხა. მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს და ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

არ განიხილება [პოლიტიკაში] ჩემი დაბრუნება ამ ეტაპზე – გომელაური
არ განიხილება [პოლიტიკაში] ჩემი დაბრუნება ამ ეტაპზე – გომელაურიტაბულა

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური გამოიკითხა.

ინტერპრესნიუსის ცნობით, გომელაურს გამოკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მან ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას დერეფანში უპასუხა. "ბევრი არაფერი მაქვს სალაპარაკო" - განაცხადა გომელაურმა.

ჩორჩანას საგუშაგოს და მის შესახებ ინფორმაციის ცოდნაზე დასმული შეკითხვის პასუხად გომელაურმა განაცხადა: "საიდან უნდა მცოდნოდა?".

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს. კითხვაზე, აპირებდა თუ არა ის პოლიტიკაში მოსვლას უპასუხა:

"არ განიხილება არანაირად ჩემი დაბრუნება ამ ეტაპზე.... ამ ეტაპზე არ განიხილება და მომავალში...". - თქვა გომელაურმა IPN-ის ცნობით.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მიერ გავრცელებულ წერილებს, გომელაურის თქმით, "ამაზე კომენტარს არ გააკეთებს, თავს შეიკავებს".

ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.

გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის "ფეიკ რუკით" ცდილობდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბევრი არაფერი მაქვს სალაპარაკო“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.