ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როგორია სანზონაში, ლიფტში დაშავებულების მდგომარეობა

თბილისში, სანზონის დასახლებაში, მრავალბინიანი კორპუსის ლიფტი მეათე სართულიდან ავარიულად დაეშვა, რის შედეგადაც 6 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, დაშავდა. დაშავებულებს ქვედა კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ და ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილის განცხადებით, ლიფტის დაზიანების შესახებ გამგეობისთვის არ მიუმართავთ. მომხდარის მიზეზებს გამოძიება ადგენს.

როგორია სანზონაში, ლიფტში დაშავებულების მდგომარეობა
როგორია სანზონაში, ლიფტში დაშავებულების მდგომარეობაალია

6 ადამიანი დაშავდა თბილისში ლიფტის მეათე სართულიდან ავარიულად დაშვების შედეგად. შემთხვევა გვიან ღამით სანზონაში მოხდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი არასრულწოვანია. დაშავებულებს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებათ. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფოსთან ერთად იმყოფებოდნენ სამაშველო და საპატრულო პოლიციის, ასევე ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლები.

გამგებლის მოადგილის თქმით, ლიფტის დაზიანების თაობაზე გამგეობითვის არავის მიუმართავს. მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

“სამგზავრო ლიფტი ავარიულად დაეშვა, რომელშიც იმყოფებოდა 6 მოქალაქე. სამწუხაროდ, დაზიანებები მიიღეს. აქედან სამი მოქალაქე არის გადაყვანილი საუნივერსიტეტო კლინიკაში, “ჯერარსში” არის გადაყვანილი ორი მოქალაქე. როგორც ვიცით, ამ ეტაპზე ერთმა უარი განაცხადა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე. გამოძიება დაადგენს, რა მოხდა, რასთან გქონდა საქმე.

რაც შეეხება გამგეობას, გამგეობაში მომართვიანობა არ ყოფილა. ეს არის შედარებით ახალი კორპუსი, 2013 წელს არის ექსპლუატაციაში მიღებული. შესაბამისად, ამხანაგობა შექმნილია, მაგრამ გამგეობაში არცერთ საკითხზე არ მოუმართავს თავმჯდომარეს”, – აცხადებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე რეზო გოგოლიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციურისანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი მოწყდა - შემთხვევის დროს კაბინაში 6 ადამიანი იმყოფებოდა
  2. ალიაოპოზიციურითბილისში, კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, სადაც 6 ადამიანი იმყოფებოდა
  3. ტაბულაოპოზიციურისანზონაში ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა
  4. რუსთავი 2სამთავრობოთბილისში ლიფტის მეათე სართულიდან ავარიულად დაშვების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურისანზონაში ლიფტი მოწყდა მაშინ, როცა შიგნით ადამიანები იმყოფებოდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"ლიფტი მეათე სართულიდან მოწყდა"- "პირვეკებმა" სანზონაში მომხდარზე ახალი დეტალები გაარკვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები