ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში ლიფტის მეათე სართულიდან ავარიულად დაშვების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

თბილისში, სანზონაში, ლიფტის მეათე სართულიდან ავარიულად დაშვების შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დაშავდა. დაშავებულებს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებათ და კლინიკებში არიან გადაყვანილი. ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილის განცხადებით, ლიფტის დაზიანების თაობაზე გამგეობისთვის არ მიუმართავთ.

თბილისში ლიფტის მეათე სართულიდან ავარიულად დაშვების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
თბილისში ლიფტის მეათე სართულიდან ავარიულად დაშვების შედეგად 6 ადამიანი დაშავდარუსთავი 2

6 ადამიანი დაშავდა თბილისში ლიფტის მეათე სართულიდან ავარიულად დაშვების შედეგად. შემთხვევა გვიან ღამით სანზონაში მოხდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი არასრულწოვანია. დაშავებულებს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებათ. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფოსთან ერთად იმყოფებოდნენ სამაშველო და საპატრულო პოლიციის, ასევე ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლები.

გამგებლის მოადგილის თქმით, ლიფტის დაზიანების თაობაზე გამგეობითვის არავის მიუმართავს. მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

"სამგზავრო ლიფტი ავარიულად დაეშვა, რომელშიც იმყოფებოდა 6 მოქალაქე. სამწუხაროდ, დაზიანებები მიიღეს. აქედან სამი მოქალაქე არის გადაყვანილი საუნივერსიტეტო კლინიკაში, "ჯერარსში" არის გადაყვანილი ორი მოქალაქე. როგორც ვიცით, ამ ეტაპზე ერთმა უარი განაცხადა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე. გამოძიება დაადგენს, რა მოხდა, რასთან გქონდა საქმე.

რაც შეეხება გამგეობას, გამგეობაში მომართვიანობა არ ყოფილა. ეს არის შედარებით ახალი კორპუსი, 2013 წელს არის ექსპლუატაციაში მიღებული. შესაბამისად, ამხანაგობა შექმნილია, მაგრამ გამგეობაში არცერთ საკითხზე არ მოუმართავს თავმჯდომარეს", - აცხადებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე რეზო გოგოლიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 5
  1. TV პირველიოპოზიციურისანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი მოწყდა - შემთხვევის დროს კაბინაში 6 ადამიანი იმყოფებოდა
  2. ალიაოპოზიციურითბილისში, კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, სადაც 6 ადამიანი იმყოფებოდა
  3. ტაბულაოპოზიციურისანზონაში ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურისანზონაში ლიფტი მოწყდა მაშინ, როცა შიგნით ადამიანები იმყოფებოდნენ
  5. ალიაოპოზიციურიროგორია სანზონაში, ლიფტში დაშავებულების მდგომარეობა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არის გადაყვანილი ორი მოქალაქე. როგორც ვიცით, ამ ეტაპზე ერთმა უარი განაცხადა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე. გამოძიება დაადგენს, რა მოხდა, რასთან გქონდა საქმე. რაც შეეხება გამგეობას, გამგეობაში მომართვიანობა არ ყოფილა. ეს არის შედარებით ახალი კორპუსი, 2013 წელს არის ექსპლუატაციაში მიღებული. შესაბამისად, ამხანაგობა შექმნილია, მაგრამ გამგეობაში არცერთ საკითხზე არ მოუმართავს თავმჯდომარეს“
რეზო გოგოლიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"ლიფტი მეათე სართულიდან მოწყდა"- "პირვეკებმა" სანზონაში მომხდარზე ახალი დეტალები გაარკვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები