ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა კიევსა და კიევის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ბავშვი, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა; ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არის მსხვერპლიინტერპრესნიუსი

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ქალაქში ხანძრები გამოიწვია, მათ შორის კერძო სახლებში, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია ორი ადამიანი.

ღამით, ადგილობრივი დროით 2:44 საათზე, საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის შესახებ შეტყობინება გაავრცელეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, დედაქალაქსა და რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.

განგაშის გამოცხადების შემდეგ, საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები დააფიქსირეს.

ამასთან, რუსულმა ძალებმა დრონებით და რაკეტებით შეუტიეს კიევის ოლქს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა, სამი ადამიანი დაშავდა, დაინგრა და დაზიანდა სახლები, ინფრასტრუქტურის ობიექტები. თავდასხმის შედეგად ბუჩას რაიონში დაზიანდა სამი კერძო სახლი, 11 ავტომობილი და ორი საწყობი. ასევე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმის შედეგები დაფიქსირდა ბუჩას, ვიშგოროდსკის და ობუხოვსკის რაიონებში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსულმა ძალებმა კიევს და ხარკოვს შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები