ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსულმა ძალებმა კიევს და ხარკოვს შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსული ძალების მიერ კიევსა და ხარკოვის ოლქზე მიტანილ დარტყმებს 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 12 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დედაქალაქში რუსული დრონი 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, ხარკოვის ოლქში კი 13 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

რუსულმა ძალებმა კიევს და ხარკოვს შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსულმა ძალებმა კიევს და ხარკოვს შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულებიინტერპრესნიუსი

კიევის სვიატოშინსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს დილით კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსული დრონი სვიატოშინსკის რაიონში 24-სართულიან საცხოვრებელ შენობას დაეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დესნიანსკის რაიონში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. სოლომენსკის რაიონში კი დარტყმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზე განხორციელდა და ხანძარი გაჩნდა.

ამასთან, წუხელ რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ კოროტიჩსაც შეუტიეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 11 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა. თავდასხმის შედეგად 13 საცხოვრებელი სახლი და ერთი ავტომობილი დაზიანდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კიევზე რუსული დრონებით მორიგი თავდასხმა იყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები