ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ აბაშიძე თბილისის ახლად რეაბილიტირებული 76-ე საჯარო სკოლის გახსნას დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მინისტრებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, თბილისის ახლად რეაბილიტირებული 76-ე საჯარო სკოლის გახსნას დაესწრო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად სკოლას დაემატა ახალი ფლიგელები, განახლდა სასწავლო და სპორტული სივრცეები, შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ზურაბ აბაშიძე თბილისის ახლად რეაბილიტირებული 76-ე საჯარო სკოლის გახსნას დაესწრო
ზურაბ აბაშიძე თბილისის ახლად რეაბილიტირებული 76-ე საჯარო სკოლის გახსნას დაესწრორუსთავი 2

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და თბილისის ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად თბილისის ახლად რეაბილიტირებულ 76-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა და სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

"მიხარია, რომ ახალ სასწავლო წელს 76-ე საჯარო სკოლა მოსწავლეებს სრულად განახლებულ, თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში ხვდება. ჩვენ მოვინახულეთ ეს მთლიანად განახლებული შიდა სივრცეები და სპორტული მოედნები. აღსანიშნავია, რომ სკოლა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ყველა მოსწავლეს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! თითოეულ მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებას, საინტერესო სასწავლო წელსა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სკოლის გახსნას მუნიციპალური განვითარებულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, პარლამენტის წევრები, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი მამუკა ხაბარელი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე დაესწრნენ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები და კეთილმოეწყო გარე სივრცე. შენობას დაემატა ორი ახალი ფლიგელი. სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. დამონტაჟდა ახალი საინჟინრო და უსაფრთხოების სისტემები.

შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი და პანდუსი. სკოლაში ასევე მოეწყო ორი გარე სპორტული მოედანი და შიდა სპორტული დარბაზი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რევაზ სოხაძე: აეროპორტის დასახლებაში 76-ე საჯარო სკოლა სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები