ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

გამოვლინდა „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს“ პირველი გამარჯვებული, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი ამირან ხიმშიაშვილი გახდა. პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია, ხოლო კონკურსი ბაზისბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ერთობლივი ინიციატივაა.

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკიალია

ბაზისბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ერთობლივი კონკურსის – „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს“ პირველი გამარჯვებული, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი, ამირან ხიმშიაშვილი გახდა.

ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო გასული წლის შემოდგომაზე დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას და იმ პედაგოგების აღიარებას, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოზარდებსა და სასკოლო საზოგადოებაში ფინანსური განათლების პოპულარიზაციაში.

კონკურსის მონაწილეებს 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხორციელებინათ გაკვეთილები და პროექტები, შეექმნათ სასწავლო რესურსები და დაენერგათ ინოვაციური მიდგომები ფინანსური განათლების სწავლების პროცესში.

კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული ხუთი მასწავლებელი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, ბაზისბანკის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

11 სექტემბერს კონკურსის ფინალური ღონისძიება გაიმართა, რომელზეც “ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებულ მასწავლებელს ბაზისბანკისგან ფულადი პრიზი გადაეცა.

დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში ხაზი გაესვა სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით უწყებებსა და საფინანსო სექტორს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და მხარდაჭერის მზაობას.

ბაზისბანკი, როგორც განათლების პროექტების აქტიური მხარდამჭერი, ეროვნულ ბანკთან პარტნიორობას აგრძელებს და მომავალშიც ჩაერთვება ქვეყანაში ფინანსური წიგნიერების ამაღლების ინიციატივების განხორციელებაში.

(R)

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? (რ)წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები