პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ფინანსური განათლების ავტობუსი" - ეროვნული ბანკის ახალი პროექტი ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით

საქართველოს ეროვნული ბანკიგანათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი პროექტი „ფინანსური განათლების ავტობუსი“ წარადგინა, რომელიც რეგიონების სკოლებს მოემსახურება და მოსწავლეებს ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

"ფინანსური განათლების ავტობუსი" - ეროვნული ბანკის ახალი პროექტი ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით
რუსთავი 2

ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პროექტი - "ფინანსური განათლების ავტობუსი" წარადგინა.

ინიციატივის ფარგლებში, "ფინედუს" ავტობუსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებს მოემსახურება და მოსწავლეებს ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

პროექტის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პროექტის პრეზენტაცია დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა, სადაც ეროვნულმა ბანკმა რეგიონებში ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგებიც შეაჯამა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგიონების სკოლებში განხორციელებული ფინანსური განათლების პროექტები შეაჯამა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგიონების სკოლებში განხორციელებული ფინანსური განათლების პროექტები შეაჯამაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები