ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

Reuters - საფრანგეთში ბიუჯეტის დაგეგმილი შემცირების გამო საჯარო მოხელეები გაიფიცნენ - მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელები გადაკეტეს

საფრანგეთში ბიუჯეტის დაგეგმილი შემცირების გამო საჯარო სექტორის თანამშრომლები გაიფიცნენ და ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება. თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ, ხოლო მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელები გადაკეტეს.

Reuters - საფრანგეთში ბიუჯეტის დაგეგმილი შემცირების გამო საჯარო მოხელეები გაიფიცნენ - მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელები გადაკეტეს
Reuters - საფრანგეთში ბიუჯეტის დაგეგმილი შემცირების გამო საჯარო მოხელეები გაიფიცნენ - მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელები გადაკეტესინტერპრესნიუსი

საფრანგეთში ბიუჯეტის დაგეგმილი შემცირების გამო საჯარო მოხელეები გაიფიცნენ - მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელები გადაკეტეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საფრანგეთის საჯარო სექტორის თანამშრომლების პროფკავშირების ორგანიზებით დღეს ქვეყნის მასშტაბით 170-ზე მეტი საპროტესტო აქცია იმართება.

ფრანგი საჯარო მოხელეები ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

მოსალოდნელია, რომ პარიზში დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობას 40000-მდე ადამიანი მიიღებს.

საფრანგეთის ქალაქებში მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელები ნაგვის ურნებით გადაკეტეს. ლიონის ერთ-ერთ სკოლასთან მოსწავლეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

საფრანგეთის მთავრობა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენას ხუთშაბათს გეგმავს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.