ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის სამეთაურო-საშტაბო კომპიუტერული სწავლება დაიწყო

საქართველოში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის სამეთაურო-საშტაბო კომპიუტერული სწავლება "SHARP LYNX 2026" დაიწყო. სწავლებაში რამდენიმე ქვეყნის სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის სამეთაურო-საშტაბო კომპიუტერული სწავლება დაიწყო
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის სამეთაურო-საშტაბო კომპიუტერული სწავლება დაიწყორუსთავი 2

საქართველო თავდაცვის უწყება ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის კომპიუტერულ სწავლებას "SHARP LYNX 2026" მასპინძლობს. სწავლების გახსნის ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის გენერალ-მაიორი შალვა შენგელია და JTEC-ის მეთაური, პოლკოვნიკი დავით გაგუა დაესწრნენ და სწავლების მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

სწავლების დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის შესაძლებლობები შეფასდება. "SHARP LYNX 2026" ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში გაწევრიანებისთვის მიღებული გზამკვლევის მიხედვით ბოლო აქტივობაა. სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში იმართება, მიზნად ისახავს მრავალეროვნულ გარემოში ურთიერთთავსებადობის, საშტაბო პროცედურების, კოორდინაციისა და მართვის შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებას.

სწავლებაში საქართველოს, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ხორვატიისა და უნგრეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრში, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ორგანიზებით, სწავლება ჩატარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები