ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნორვეგია უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას 25 მილიონი კრონით ზრდის

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების, სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების ჰუმანიტარული საქმიანობისთვის დახმარებას 25 მილიონი კრონით ზრდის. თანხები UNICEF-ისა და წითელი ჯვრის კომიტეტის ფონდებს მოხმარდება დაკარგულთა მოსაძებნად და რეინტეგრაციისთვის.

ნორვეგია უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას 25 მილიონი კრონით ზრდის
ნორვეგია უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას 25 მილიონი კრონით ზრდისტაბულა

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების, თავისუფლებააღკვეთილი სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეებისადმი მიმართული ჰუმანიტარული საქმიანობის ფინანსურ მხარდაჭერას 25 მილიონი კრონით(2.3 მილიონი ევრო) ზრდის.

ახალი დახმარება UNICEF-ისა და წითელი ჯვრის კომიტეტის ფონდებს მოხმარდება.

როგორც ნორვეგიის მთავრობაში აღნიშნეს, ეს სახსრები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას, შინ უფრო მეტი ადამიანის დაბრუნებას და ომით დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს.

15 მილიონი კრონა უკრაინაში დაბრუნებული დეპორტირებული ბავშვების რეინტეგრაციისა და დაკარგული ბავშვების მოძიების მიზნით UNICEF-ს საქმიანობისთვის გამოიყოფა. ეს უკრაინაში UNICEF-ის ჰუმანიტარულ პროგრამაში შეტანილი ახალი, უფრო მსხვილი შენატანის ნაწილია, რომლის მოცულობაც 132 მილიონ კრონას შეადგენს.

დამატებით 10 მილიონი კრონა წითელი ჯვრის კომიტეტის ცენტრალურ სამძებრო სააგენტოს გამოეყოფა. უწყების მიზანია ადამიანების გაუჩინარების პრევენცია და იმ ოჯახთა ტანჯვის შემსუბუქება, რომლებიც ახლობლების შესახებ ცნობებს ვერ იღებენ - იქნება ეს მათი დატყვევებისა თუ დაღუპვის გამო.

ამავდროულად, ნორვეგია 28–29 სექტემბერს ტორონტოში დაგეგმილი კონფერენციის თანაორგანიზატორია, რომლის მიზანიც ამ პრობლემაზე საერთაშორისო ყურადღების გამახვილებაა.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულმა ომმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები გამოიწვია. ჩვენ კვლავაც უნდა მივაპყროთ ყურადღება ამ საკითხს და ვეცადოთ, დავეხმაროთ ომით დაზარალებულ უკრაინელებს", - ხაზგასმით აღნიშნა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ.

28 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა კიდევ 10 პირისა და 17 ორგანიზაციისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის ფედერაციაში და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და იძულებით გადაადგილებაზე.

სექტემბერში კანადის მთავრობამ სანქციათა სიაში შეიყვანა კიდევ რვა რუსეთის მოქალაქე, რომელთაც კავშირი აქვთ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და იძულებით გადაადგილებასთან, აგრეთვე მათ ინდოქტრინაციასა და მილიტარიზაციასთან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულმა ომმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები გამოიწვია. ჩვენ კვლავაც უნდა მივაპყროთ ყურადღება ამ საკითხს და ვეცადოთ, დავეხმაროთ ომით დაზარალებულ უკრაინელებს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.