თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
თბილისში საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციისა და Nasdaq-ის ორგანიზებით, თიბისის მხარდაჭერით გაიმართა „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026“. ფორუმზე წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია, რომლის მიზანია რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდა. ღონისძიებაზე ასევე განიხილეს Nasdaq-თან ერთად მიმდინარე საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტი.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026“ გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო თიბისი.
ფორუმის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია წარედგინა. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა ინიციატივებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც ადგილობრივ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს, ბაზარს რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ.
ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ საკითხს ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი წარმოადგენდა, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში ,,თიბისი’’, „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“ სახაზინო ოპერაციებს განახორციელებენ Nasdaq Calypso-ს ბაზაზე, რომელიც ფარავს სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს. საზიარო სისტემა წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად.
საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ოფიციალური პირები, მათ შორის ცენტრალური ბანკები, სახელმწიფო უწყებები, კომერციული ბანკები, საბაზრო ინფრასტრუქტურის პროვაიდერები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მონაწილეები.
GMAP ფორუმის ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება. ამასთან, GMAP-ის პროგრამის მიზნების მხარდასაჭერად, წლის განმავლობაში სხვა ტიპის დამატებითი აქტივობებიცაა დაგეგმილი.
(R)
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ, Nasdaq-თან პარტნიორობით, "GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს" უმასპინძლეს
- რუსთავი 2ალექსანდრე ხაზარაძე: Nasdaq-თან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გვინდა შევქმნათ ერთობლივი გუნდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართული ფინანსური ბაზრების ლიკვიდობის გაზრდასა და გაღრმავებაზე
- რუსთავი 2Nasdaq-ის წარმომადგენელი: გვიხარია, რომ საქართველოს ფინანსურმა საზოგადოებამ აგვირჩია სასურველ პარტნიორად და GMAP-ის პროგრამის ინიციატივის ნაწილი ვართ
- რუსთავი 2ლაშა ჯუღელი: Nasdaq Calypso სისტემის დანერგვა ბანკებს მისცემს საშუალებას, მართონ სახაზინო ოპერაციები და ძირითადი რისკები ერთიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში
- ინტერპრესნიუსი„საქართველოს ბანკმა“ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…