ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„საქართველოს ბანკმა“ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ბანკი

თბილისში გაიმართა „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026“, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია და Nasdaq. ფორუმზე წარდგა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ღონისძიებაზე ასევე განიხილეს Nasdaq Calypso-ს ბაზაზე სახაზინო ოპერაციების განხორციელება და ფინანსური ბაზრის განვითარების სხვა საკითხები.

„საქართველოს ბანკმა“ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
„საქართველოს ბანკმა“ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობაინტერპრესნიუსი

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026“ გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში საზოგადოებას წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა ინიციატივებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომერციულ ბანკებს, ბაზარს რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკი სახაზინო ოპერაციებს Nasdaq Calypso-ს ბაზაზე განახორციელებს, რომელიც სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს ფარავს. საზიარო სისტემა პრაქტიკულ ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად არის საჭირო.

ფორუმი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. ფორუმის მონაწილეების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ GFMTA-ის აღმასრულებელი მდივანი ლაშა ჯუღელი და Nasdaq-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ბრედ უილმოტი.

საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ოფიციალური პირები, მათ შორის ცენტრალური ბანკები, სახელმწიფო უწყებები, კომერციული ბანკები, საბაზრო ინფრასტრუქტურის პროვაიდერები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მონაწილეები, რომლებმაც საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) ფარგლებში მიღწეული პროგრესი და შემდგომში დაგეგმილი ნაბიჯები განიხილეს. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბაზრების განვითარების საერთაშორისო გამოცდილება, ქართული ბანკების სახაზინო ოპერაციების ტრანსფორმაცია, ლარში დენომინირებული დერივატივების ბაზრის სამართლებრივი საფუძვლები და პრაქტიკული მექანიზმები. ასევე, ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდობის ზრდის საკითხები.

(R)

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ნათია თურნავამ Swift-ის საგადამხდელო ფორუმში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები