ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

“მადლობა საქართველო” – ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი

ახმეტელი ექიმი-ნევროლოგი მაია კოხტაშვილი საზოგადოებასა და კოლეგებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის მას შემდეგ, რაც თელავის რაიონულმა სასამართლომ მას 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, ხოლო მოქალაქეებმა თანხა ერთ საათში შეაგროვეს.

“მადლობა საქართველო” – ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი
“მადლობა საქართველო” – ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილინეტგაზეთი

ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის.

“მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე”, – ამბობს ექიმი.

“მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე.

მადლობა ექიმებს, ჩემს კოლეგებს – სიტყვა რომ შემაწიეთ, გვერდში, რომ დამიდექით, რომ არ მიმატოვეთ. მადლობა მათ, ვინც არ მიცნობდა და მაინც მიცავდა, მაინც სჯეროდა ჩემი. სიმართლის დანახვა დიდი ნიჭი და დიდი მადლია.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობელ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს – ამხელა სიყვარულისთვის, ასეთი თავდადებისთვის.

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე – ჩემს ადვოკატებს, ილია ოთარაშვილს და გია ზარდიაშვილს.

თითოეული გაღებული ერთი ლარი იმის მიზეზია, რომ დღეს მე ცოცხალი ვარ და ახლა ამის წერის შესაძლებლობა მაქვს, დიახ, მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ.

მადლობა ჩემს ანგელოზს, ჩემს გაფრენილ ბიჭს სესეს, რომელთანაც საუბარში და ლოცვაში მთელი ღამე გავატარე საკანში. მადლობა უფალს, ჩემს მოძღვარს და ჩემი ტაძრის მრევლს – გულმხურვალე ლოცვისთვის, სიყვარულისთვის.

ეს იყო ჯოჯოხეთი – სასოწარკვეთა, უიმედობა, უსინათლობა, და ამ საშინელ უკუნში ჩნდება მზის სხივი, ჩნდება იმედი – ხალხი, ადამიანები, ნათელი სულები. ჰოდა, ეს ცხოვრება არ არის რთული, სულ პირიქით – როცა მართალი ხარ, როცა დასამალი არაფერი გაქვს. მადლობა და ბოდიში, რომ საკმარისი სიტყვები ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე”, – წერს ექიმი.

ახმეტაში დაკავებულ ექიმ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ექიმი საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

მოქალაქეებმა გირაოს თანხა 1 საათში შეაგროვეს.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე“
მაია კოხტაშვილი
„მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე. მადლობა ექიმებს, ჩემს კოლეგებს – სიტყვა რომ შემაწიეთ, გვერდში, რომ დამიდექით, რომ არ მიმატოვეთ. მადლობა მათ, ვინც არ მიცნობდა და მაინც მიცავდა, მაინც სჯეროდა ჩემი. სიმართლის დანახვა დიდი ნიჭი და დიდი მადლია. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობელ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს – ამხელა სიყვარულისთვის, ასეთი თავდადებისთვის. მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე – ჩემს ადვოკატებს, ილია ოთარაშვილს და გია ზარდიაშვილს. თითოეული გაღებული ერთი ლარი იმის მიზეზია, რომ დღეს მე ცოცხალი ვარ და ახლა ამის წერის შესაძლებლობა მაქვს, დიახ, მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ. მადლობა ჩემს ანგელოზს, ჩემს გაფრენილ ბიჭს სესეს, რომელთანაც საუბარში და ლოცვაში მთელი ღამე გავატარე საკანში. მადლობა უფალს, ჩემს მოძღვარს და ჩემი ტაძრის მრევლს – გულმხურვალე ლოცვისთვის, სიყვარულისთვის. ეს იყო ჯოჯოხეთი – სასოწარკვეთა, უიმედობა, უსინათლობა, და ამ საშინელ უკუნში ჩნდება მზის სხივი, ჩნდება იმედი – ხალხი, ადამიანები, ნათელი სულები. ჰოდა, ეს ცხოვრება არ არის რთული, სულ პირიქით – როცა მართალი ხარ, როცა დასამალი არაფერი გაქვს. მადლობა და ბოდიში, რომ საკმარისი სიტყვები ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე“
მაია კოხტაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.