ადგილობრივი არასამთავრობო ობლიგაციების ბაზარი ₾6.4 მილიარდამდე გაიზარდა - სებ
საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ადგილობრივი არასამთავრობო ობლიგაციების ბაზარი 2014-2025 წლებში 106 მილიონი ლარიდან 6.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 2026 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საჯარო კორპორაციული და IFI ობლიგაციები ჯამურად მთლიანი არასამთავრობო ობლიგაციების 97%-ს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, ადგილობრივი არასამთავრობო ობლიგაციების ბაზარი, 2014-2025 წლებში მნიშვნელოვნად, 106 მილიონი ლარიდან, 6.4 მილიარდ ლარამდე, გაიზარდა.
2026 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საჯარო კორპორაციული და IFI ობლიგაციები ჯამურად მთლიანი არასამთავრობო ობლიგაციების 97%-ს შეადგენს (43% და 54%, შესაბამისად).
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ დალისტული კორპორაციული ობლიგაციების უპირატესობები (საგადასახადო შეღავათები, გამჭვირვალობა, ლიკვიდურობა და სხვა) კერძო ემისიებს ნაკლებად მიმზიდველს ხდის და მათი წილი მხოლოდ 3%-ია.
ისტორიულად, მხოლოდ სამი ემისია (რომელიც თავდაპირველად უცხოურ ბაზრებზე იყო გამოშვებული) იყო ორმაგად დალისტული საქართველოს ბაზარზე. აღნიშნული ემისიები განხორციელდა 2019 წელს, ჯამური ღირებულებით დაახლოებით 1.8 მილიარდი ლარი.
არასამთავრობო ობლიგაციები, ნაშთი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.