ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის პოსტიდან კრავჩენკოს გათავისუფლებას

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წარდგინებას და გენერალური პროკურორის თანამდებობიდან რუსლან კრავჩენკო გაათავისუფლა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გენპროკურატურასა და ანტიკორუფციულ ორგანოებს შორის დაპირისპირება და კრავჩენკოს მიერ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის სემენ კრივონოსისთვის დოკუმენტების გაყალბების ბრალდება.

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის პოსტიდან კრავჩენკოს გათავისუფლებას
უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის პოსტიდან კრავჩენკოს გათავისუფლებასრადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან რუსლან კრავჩენკოს გათავისუფლებას.

პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრა 15 სექტემბერს ჩატარდა. დეპუტატებმა გადაწყვეტილება 317 ხმით მიიღეს.

წინა საღამოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის კანონის შესაბამისი მუხლით ისარგებლა, კრავჩენკო გენერალური პროკურორის თანამდებობას ჩამოაშორა და პარლამენტს მიმართა გადაწყვეტილების ოფიციალურდ დადასტურების მიზნით.

პროკურატურისა და ანტიკორუფციული ორგანოების დაპირისპირება

პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას გენერალური პროკურორის თანამდებობიდან კრავჩენკოს გათავისუფლების შესახებ, წინ უძღოდა რუსლან კრავჩენკოს მიერ 14 სექტემბერს დილით გავრცელებული ვიდეომიმართვა, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი სემენ კრივონოსი ეჭვმიტანილია დოკუმენტების გაყალბებაში.

ერთი კვირით ადრე ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ოპერაცია „კართაგენის" ფარგლებში, კორუფციის ბრალდებით დააკავეს გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი სერჰი კროპივა. საქმე ეხება თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობას.

7 სექტემბერს რუსლან კრავჩენკომ გამოაცხადა, რომ გენერალური პროკურორის პოსტიდან წასვლის „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ მიიღო.

14 სექტემბერს, როცა კრავჩენკომ ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი კრივონოსი დოკუმენტების გაყალბებაში დაადანაშაულა, ის ჯერ კიდევ ოფიციალურად რჩებოდა უკრაინის გენერალურ პროკურორად. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ მივლინების მოტივით კრავჩენკომ უკრაინა დატოვა.

რუსლან კრავჩენკო უკრაინის გენერალურ პროკურორად 2025 წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე ჯერ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციას, შემდეგ კი უკრაინის საგადასახადო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად ანტონ კოვალსკი დანიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები