ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნიკოლოზ სამხარაძე დელფოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს, სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, ერთობლივ ღონისძიებებსა და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრეს.

ნიკოლოზ სამხარაძე დელფოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე დელფოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს, სიმეონ ცომოკოსს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ფორუმის მნიშვნელობასა და როლზე საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობაში.

შეხვედრისას ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკურ ფორუმსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის და კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს შესაძლო ერთობლივ ღონისძიებებზე. აგრეთვე, საქართველოს როლზე რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.