ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინის კონტრშეტევა დონეცკში – გენერალი ბილეცკი ამბობს, რომ „კარგი ამბები იქნება“

უკრაინის მესამე არმიის კორპუსის მეთაურის, ბრიგადის გენერალ ანდრეი ბილეცკის განცხადებით, დონეცკის რეგიონში მიმდინარე კონტრშეტევის, სახელწოდებით „ვივალდი“, ფარგლებში მათ 75 კვადრატული კილომეტრი გაწმინდეს და კიდევ 10 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს რუსული ძალებისგან. არმიის კორპუსის ცნობით, განადგურდა რუსეთის ფედერაციის მე-20 და მე-25 არმიების ნაწილები, ხოლო მტრის დანაკარგებმა მიახლოებით 1500 ჯარისკაცი შეადგინა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ დონეცკში პოზიციები გაძლიერდებოდა ანდრეი ბილეცკისა და დენის პროკოპენკოს ხელმძღვანელობით.

უკრაინის კონტრშეტევა დონეცკში – გენერალი ბილეცკი ამბობს, რომ „კარგი ამბები იქნება“
უკრაინის კონტრშეტევა დონეცკში – გენერალი ბილეცკი ამბობს, რომ „კარგი ამბები იქნება“ბათუმელები

უკრაინის მესამე არმიის კორპუსის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანდრეი ბილეცკი წერს, რომ კონტრშეტევის ფარგლებში მესამე არმიის კორპუსმა 75 კვადრატული კილომეტრი გაწმინდა და კიდევ 10 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა რუსული ძალებისგან.

ბილეცკის განცხადებით, მიმდინარე ოპერაციას ეწოდება „ვივალდი“, ვენეციელი კომპოზიტორის სახელი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია ნაწარმოებით – „წელიწადის დროები“.

„ღია წყაროებში ამჟამად ბევრი ინფორმაციაა, რომ ჩვენი შეტევის საბოლოო მიზანი მდინარე ჩერნი ჟერებეცის ნაპირებამდე მიღწევაა. მაგრამ ჩვენს ოპერაციას „ვივალდი“ ჰქვია. ხოლო „ვივალდის“, როგორც ვიცით, ოთხი სეზონი აქვს. და ეს მხოლოდ პირველია. ასე რომ, თვალყური ადევნეთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებებს და ნუ იჩქარებთ სპოილერების გავრცელებას. კარგი ამბები იქნება“ – აცხადებს ბილეცკი.

განცხადებას აქვეყნებს უკრაინის არმიის მესამე კორპუსიც.

„ვადასტურებთ ინფორმაციას დონეცკის რეგიონში უკრაინის არმიის შეტევის შესახებ. საინფორმაციო დუმილის რეჟიმში, რაზმებმა მტრის ინფილტრაციის ცენტრების ლიკვიდაცია მოახდინეს და გაწმინდეს 75 კმ². კიდევ 10 კმ² არის დეოკუპირებული. რუსეთის ფედერაციის მე-20 და მე-25 არმიების წინააღმდეგ გამანადგურებელი დარტყმა განხორციელდა.

მტრის დანაკარგები ამ ეტაპზე: დაახლოებით 1500 ჯარისკაცი, 12 000-ზე მეტი დრონი და ასობით ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემა და სატრანსპორტო საშუალება.

ერთდროულად, უპილოტო სისტემების დანაყოფებმა გადაკეტეს მტრის ლოგისტიკური მარშრუტები. კორპუსის დარტყმების შედეგად, რუსეთის ჯარებმა საწვავისა და საპოხი მასალების მარაგი უკრაინის გარეთ – ვორონეჟის რეგიონში გადაიტანეს: მილსადენი დაიხურა და საწყობები განადგურდა“ – წერს მე-3 არმიის კორპუსი.

26 აგვისტოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში უკრაინის პოზიციები გაძლიერდებოდა ორი განახლებული სამხედრო ჯგუფით, „აზოვის“ ძალების მეთაურის, გენერალ დენის პროკოპენკოსა და ანდრეი ბილეცკის ხელმძღვანელობით.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კიევი აცხადებს, რომ ლიმანის მახლობლად კიდევ სამი სოფელი გაათავისუფლა | ოპერაცია „ვივალდი“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები