ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კიევი აცხადებს, რომ ლიმანის მახლობლად კიდევ სამი სოფელი გაათავისუფლა | ოპერაცია „ვივალდი“

ქართული ოცნება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 არმიის კორპუსმა დონეცკის ოლქში, ლიმანის მიმართულებით, შეტევითი ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში სამი სოფელი — ნოვე, რედკოდუბი და კატერინივკა გაათავისუფლა, ხოლო კარპივკასა და ნოვომიხაილივკაზე კონტროლი აღადგინა.

კიევი აცხადებს, რომ ლიმანის მახლობლად კიდევ სამი სოფელი გაათავისუფლა | ოპერაცია „ვივალდი“
კიევი აცხადებს, რომ ლიმანის მახლობლად კიდევ სამი სოფელი გაათავისუფლა | ოპერაცია „ვივალდი“ნეტგაზეთი

უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით, ლიმანის ფრონტზე, დასახლებული პუნქტები — ნოვე, რედკოდუბი და კატერინივკა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ცნობას უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 არმიის კორპუსი ავრცელებს Telegram-ზე.

„მე-3 არმიის კორპუსმა გაათავისუფლა ნოვე, რედკოდუბი და კატერინივკა, ასევე აღადგინა კონტროლი კარპივკასა და ნოვომიხაილივკაზე. მტრის დანაკარგები 2 000 ცოცხალ ძალას შეადგენს, 250-ზე მეტი რუსი კი ტყვედ არის აყვანილი.“

მე-3 არმიის კორპუსის მეთაურმა, ანდრიი ბილეცკიმ განაცხადა, რომ ამ დასახლებული პუნქტების გათავისუფლება შეტევითი ოპერაცია „ვივალდის“ მესამე ეტაპის ფარგლებში განხორციელდა. მან ასევე გამოაცხადა, რომ კონტროლი დაწესდა სოფლებზე კარპივკასა და ნოვომიხაილივკაზე.

ბილეცკის თქმით, დასახლება ნოვე ამ ფრონტზე რუსული არმიის საკვანძო ჰაბის როლს ასრულებდა.

„საერთო ჯამში, ამ ეტაპის განმავლობაში ჩვენ დავიბრუნეთ უკრაინული მიწის 51 კვ.კმ. ამ ეტაპს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მთელი ოპერაციისთვის.“

25 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული ოპერაცია ლიმანის რაიონში ჯერ არ დასრულებულა. „იქ არის დადებითი სიახლეები, ლიმანის მიმართულებით და მის მიღმაც“, — აღნიშნა მან.

15 სექტემბერს მე-3 არმიის კორპუსმა განაცხადა, რომ კონტრშეტევითი ოპერაციების ფარგლებში დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში 75 კვ.კმ გაწმინდა და კიდევ 10 კვ.კმ გაათავისუფლა.

20 სექტემბერს მე-3 არმიის კორპუსმა შეტევითი ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქში სოფლები: შანდრიჰოლოვე და დერილივე გაათავისუფლა, ხოლო დრობიშევეზე სრული კონტროლი დაამყარა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე-3 არმიის კორპუსმა გაათავისუფლა ნოვე, რედკოდუბი და კატერინივკა, ასევე აღადგინა კონტროლი კარპივკასა და ნოვომიხაილივკაზე. მტრის დანაკარგები 2 000 ცოცხალ ძალას შეადგენს, 250-ზე მეტი რუსი კი ტყვედ არის აყვანილი.“
„საერთო ჯამში, ამ ეტაპის განმავლობაში ჩვენ დავიბრუნეთ უკრაინული მიწის 51 კვ.კმ. ამ ეტაპს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მთელი ოპერაციისთვის.“
„იქ არის დადებითი სიახლეები, ლიმანის მიმართულებით და მის მიღმაც“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის კონტრშეტევა დონეცკში – გენერალი ბილეცკი ამბობს, რომ „კარგი ამბები იქნება“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები