რუსეთის იაროსლავლის ოლქში მდებარე პიროტექნიკის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში, იაროსლავლის ოლქში, ქალაქ პერესლავ-ზალესკის მახლობლად მდებარე პიროტექნიკის საწარმოში მომხდარ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლმა საწარმოს ორი შენობა მოიცვა, რომლის ჩასაქრობადაც 100-ზე მეტი მეხანძრე იყო მობილიზებული. საგამოძიებო ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე აღძres.

რუსეთის იაროსლავლის ოლქში მდებარე პიროტექნიკის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძარი ქალაქ პერესლავ-ზალესკის მახლობლად მდებარე პიროტექნიკის საწარმოში გაჩნდა.
ხანძარმა საწარმოს ორი შენობა მოიცვა და მის ჩასაქრობად 100-ზე მეტი მეხანძრე და 40 ერთეული ტექნიკა იყო მობილიზებული.
საგამოძიებო ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე სამრეწველო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით აღძრეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.