ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

EU უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის €6.6 მილიარდს გამოყოფს, რომელსაც უნგრეთი ბლოკავდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის განკუთვნილი 6.6 მილიარდი ევროს განბლოკვაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ პაკეტს 2023 წლიდან უნგრეთი ვეტოს ადებდა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, თანხები მოხმარდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მისიას, ახალი აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვას და წევრი სახელმწიფოების ხარჯების ანაზღაურებას.

EU უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის €6.6 მილიარდს გამოყოფს, რომელსაც უნგრეთი ბლოკავდა
EU უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის €6.6 მილიარდს გამოყოფს, რომელსაც უნგრეთი ბლოკავდატაბულა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის განკუთვნილი €6.6 მილიარდის განბლოკვაზე შეთანხმდნენ - მანამდე, 2023 წლიდან მოყოლებული ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს უნგრეთი ამ პაკეტის გამოყენებას ვეტოს ადებდა.

ამის შესახებ განცხადება კალასმა X-ზე გამოაქვეყნა.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა თქვა, რომ გათავისუფლებული თანხიდან €900 მილიონი EU-ს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მისიას მოხმარდება, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი უკრაინელ სამხედროებს წვრთნის, ხოლო €1 მილიარდი ახალი აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვაზე დაიხარჯება.

კალასმა განმარტა, რომ დარჩენილი €4.7 მილიარდი წევრი სახელმწიფოების ხარჯების ანაზღაურებას მოხმარდება. თუმცა, ზოგმა მათგანმა უკვე განაცხადა, რომ მათთვის განკუთვნილი სახსრების ნაწილს უკრაინას გადასცემენ.

"ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის და ცუდი ამბავია რუსეთისთვის. [...] მოსკოვი ჰიბრიდული თავდასხმებით ცდილობს, რომ ევროპა დააშინოს და უკრაინისთვის მხარდაჭერა შეამცირებინოს. ევროპა საპირისპიროს აკეთებს". - წერს კალასი.

ცნობისთვის, ევროპის სამშვიდობო ფონდი (EPF) 2021 წლის მარტში შეიქმნა, რათა ევროპის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ფარგლებში ყოველგვარი საქმიანობის დაფინანსება გამხდარიყო შესაძლებელი. მისი მიზანი კონფლიქტის აღკვეთა, მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაა.

EPF საშუალებას აძლევს ევროკავშირს, რომ სამხედრო და თავდაცვის კუთხით მესამე სახელმწიფოებისა და რეგიონული ან საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობები გაძლიერდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.