ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კირცხალია მერაბ მეტრეველზე: სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება! თავისთან, სახლში იმღეროს დილა-საღამოს უკრაინის ან ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც მას ესიამოვნება

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოწოდება, რომ საქართველოსა და უკრაინის მატჩზე მაყურებლებს უკრაინის ჰიმნი ემღერათ, სამარცხვინო განცხადებად შეაფასა და ის "აგენტის" განცხადებად მიიჩნია.

ირაკლი კირცხალია მერაბ მეტრეველზე: სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება! თავისთან, სახლში იმღეროს დილა-საღამოს უკრაინის ან ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც მას ესიამოვნება
ირაკლი კირცხალია მერაბ მეტრეველზე: სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება! თავისთან, სახლში იმღეროს დილა-საღამოს უკრაინის ან ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც მას ესიამოვნებარუსთავი 2

"სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება! თავისთან, სახლში იმღეროს დილა-საღამოს უკრაინის ან ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც მას ესიამოვნება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოწოდებაზე, რომ საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების დღევანდელი მატჩის მაყურებლებმა უკრაინის ჰიმნი სოლიდარობის ნიშნად იმღერონ, ხოლო სტადიონის ადმინისტრაციამ თამაშის წინ მათ ამისკენ მოუწოდოს.

კირცხალიას თქმით, ესეც ერთ-ერთი პატარა აგენტის განცხადებაა, "რომელსაც ვერ გაურკვევია, რომელ პოლიტიკურ ნარატივს დააჯდეს".

"ასეთი, პატარა კაცის განცხადებებით გამოირჩევა. იმ აგენტურულ ბაბლში, სადაც უნდა, რომ თავი მიადოს, ალბათ იმ ბაბლისთვის გააკეთა ეს განცხადება. სამარცხვინოა! კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ადამიანებისგან შედგება ის გათითოკაცებული პარტაქტივი, რომელიც მართლაც სექტადაა გადაქცეული და სხვადასხვა ფორმით დაბოდიალობენ ქალაქის ქუჩებში", - განაცხადა კირცხალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება! თავისთან, სახლში იმღეროს დილა-საღამოს უკრაინის ან ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც მას ესიამოვნება“
ირაკლი კირცხალია
„ასეთი, პატარა კაცის განცხადებებით გამოირჩევა. იმ აგენტურულ ბაბლში, სადაც უნდა, რომ თავი მიადოს, ალბათ იმ ბაბლისთვის გააკეთა ეს განცხადება. სამარცხვინოა! კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ადამიანებისგან შედგება ის გათითოკაცებული პარტაქტივი, რომელიც მართლაც სექტადაა გადაქცეული და სხვადასხვა ფორმით დაბოდიალობენ ქალაქის ქუჩებში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.