ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებებზე: როდესაც არ ეკუთვნი საქართველოს და ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, გექნება იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც მისი განცხადებებიდან ვისმენთ

თბილისის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი და სხვა მსგავსი პოლიტიკოსები ქვეყნის მოღალატეები არიან. კალაძის თქმით, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება დაცულია, თუმცა კანონის დარღვევას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებებზე: როდესაც არ ეკუთვნი საქართველოს და ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, გექნება იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც მისი განცხადებებიდან ვისმენთ
კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებებზე: როდესაც არ ეკუთვნი საქართველოს და ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, გექნება იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც მისი განცხადებებიდან ვისმენთიმედინიუსი

სააკაშვილი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი დასასრული აქვთ ქვეყნის მოღალატეებს, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები.

მისი თქმით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა, თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ამას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„სააკაშვილის ბაქიბუქი ბევრჯერ მოგვისმენია, არა მხოლოდ მისი, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც შემჩნეულნი არიან მოღალატეობრივ ქმედებებში და ქვეყნის წინააღმდეგ დგამდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს. ამ ტიპის პოლიტიკოსებმა და ადამიანებმა როგორ დაასრულეს, სააკაშვილი ამის კარგი მაგალითია, შეიძლება სხვა სახელები და გვარებიც ჩამოვთვალოთ.

ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოთქვას მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს“, - განცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2008 წელს რუსეთი არა ნიქოზის, თამარაშენის, ან კოდორის სამი პატარა სოფლის დასაპყრობად შემოვიდა, არამედ ქვეყნის დასანგრევად და მის მოსაკლავად, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი არ ეკუთვნის ქართველ ხალხსა და საქართველოს და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

„როდესაც არ ეკუთვნი საქართველოს, არ ეკუთვნი ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, გექნება იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც ვისმენთ მისი განცხადებებიდან, გექნება ის დამოკიდებულება, რაც სოხუმთან დაკავშირებით ერთ-ერთი გამოსვლის დროს გამოხატა ამ ადამიანმა. ისინი არ ეკუთვნიან ჩვენს სამშობლოს, სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავენ, ჰყავთ თავიანთი პატრონები და მოქმედებენ შესაბამისი დავალებებით. ის ქმედებები და გადადგმული ნაბიჯები, რაც იყო 2008 წლის 8 აგვისტოს, არის მოღალატეობრივი ქმედებები, სხვანაირად ვერანაირად ვერ შეაფასებ იმას, რაც, სამწუხაროდ, მოხდა“, - განაცხადა კალაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც არ ეკუთვნი საქართველოს, არ ეკუთვნი ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, გექნება იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც ვისმენთ მისი განცხადებებიდან, გექნება ის დამოკიდებულება, რაც სოხუმთან დაკავშირებით ერთ-ერთი გამოსვლის დროს გამოხატა ამ ადამიანმა. ისინი არ ეკუთვნიან ჩვენს სამშობლოს, სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავენ, ჰყავთ თავიანთი პატრონები და მოქმედებენ შესაბამისი დავალებებით. ის ქმედებები და გადადგმული ნაბიჯები, რაც იყო 2008 წლის 8 აგვისტოს, არის მოღალატეობრივი ქმედებები, სხვანაირად ვერანაირად ვერ შეაფასებ იმას, რაც, სამწუხაროდ, მოხდა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.