ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ისინი არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან სამშობლო რა არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიცია და მიხეილ სააკაშვილი მკაცრად გააკრიტიკა და სამშობლოს მოღალატეები უწოდა სააკაშვილის იმ განცხადების შეფასებისას, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებს პატარა სოფლები უწოდა.

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ისინი არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან სამშობლო რა არის
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ისინი არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან სამშობლო რა არისიმედინიუსი

ისინი [ოპოზიცია] არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან სამშობლო რას არის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს პატარა სოფლები უწოდა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, ოპოზიცია ყოველთვის კონკრეტული ძალების ინტერესებს ასრულებდა.

„ეს მხოლოდ სტატისტიკაა მათთვის და მეტი არაფერი - თითოეული დაღვრილი წვეთი სისხლი, თითოეული სიცოცხლე, თოთოეული დანგრეული ოჯახი, თითოეული მიტოვებული სახლ-კარი. რა უნდა ვისაუბროთ ხალხზე, რომლებმაც ყველაფერი აკეთეს ოკუპანტის სასარგებლოდ? ჩვენი ბიჭების სისხლი არ იყო გამშრალი, გლოვობდა ქვეყანა, როდესაც საზღვარ-საზღვარ დარბოდა და ტურისტებს ეზიდებოდა ჩვენს ქვეყანაში. გლოვა არ იყო დამთავრებული, ღალატის აქტი ახალი ჩადენილი იყო და გამოდიოდნენ და 80-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი მიყიდეს რუსეთზე დამოკიდებულ კომპანიებს. მიზანი ერთია მათთვის, რომ როგორმე მობრუნდნენ და საბოლოოდ გაანადგურონ, გააქრონ ჩვენი ქვეყანა. ეს ის ხალხია, ვისთვისაც ჩვენს ქვეუყანაში სტატისტიკაა სიცოცხლე და ქვების გროვაა სოფლები და უკრაინაში თურმე უნდა შევწირულიყავით მთელი ქვეყანა. თითოეული მათი განცხადება ემსახურება ერთს - აგენტურის დავალების შესრულება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს მხოლოდ სტატისტიკაა მათთვის და მეტი არაფერი - თითოეული დაღვრილი წვეთი სისხლი, თითოეული სიცოცხლე, თოთოეული დანგრეული ოჯახი, თითოეული მიტოვებული სახლ-კარი. რა უნდა ვისაუბროთ ხალხზე, რომლებმაც ყველაფერი აკეთეს ოკუპანტის სასარგებლოდ? ჩვენი ბიჭების სისხლი არ იყო გამშრალი, გლოვობდა ქვეყანა, როდესაც საზღვარ-საზღვარ დარბოდა და ტურისტებს ეზიდებოდა ჩვენს ქვეყანაში. გლოვა არ იყო დამთავრებული, ღალატის აქტი ახალი ჩადენილი იყო და გამოდიოდნენ და 80-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი მიყიდეს რუსეთზე დამოკიდებულ კომპანიებს. მიზანი ერთია მათთვის, რომ როგორმე მობრუნდნენ და საბოლოოდ გაანადგურონ, გააქრონ ჩვენი ქვეყანა. ეს ის ხალხია, ვისთვისაც ჩვენს ქვეუყანაში სტატისტიკაა სიცოცხლე და ქვების გროვაა სოფლები და უკრაინაში თურმე უნდა შევწირულიყავით მთელი ქვეყანა. თითოეული მათი განცხადება ემსახურება ერთს - აგენტურის დავალების შესრულება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.