ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სააკაშვილი არ იშლის თავის ბუნებას და კიდევ ერთხელ ემუქრება ჩვენს საზოგადოებას რევანშით, ადამიანი, რომელმაც პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები - ირაკლი კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ მიხეილ სააკაშვილი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის და მისი პარტია მძიმე მდგომარეობაში არიან, საზოგადოებას რევანშით ემუქრებიან და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.

სააკაშვილი არ იშლის თავის ბუნებას და კიდევ ერთხელ ემუქრება ჩვენს საზოგადოებას რევანშით, ადამიანი, რომელმაც პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები - ირაკლი კირცხალია
სააკაშვილი არ იშლის თავის ბუნებას და კიდევ ერთხელ ემუქრება ჩვენს საზოგადოებას რევანშით, ადამიანი, რომელმაც პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები - ირაკლი კირცხალიარუსთავი 2

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სააკაშვილი და მისი პარტია მძიმე მდგომარეობაში არიან.

კირცხალიას შეფასებით, სააკაშვილი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა დათმო, საქართველოს მოსახლეობას კვლავ მუქარით ესაუბრება და რევანშით ემუქრება:

"მისი და მისი ე.წ. პარტიის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ სახეს, თუ რას წარმოადგენენ ამდენი წლის შემდეგაც ისინი. ის მუქარა, მკვლელობა, დაჩაგვრა, წართმევა, სიცოცხლის განადგურება, ბიზნესის განადგურება. ეს არის მათი სახე, რა თქმა უნდა, მათი ბელადი და სულიერი მამა ბატონი სააკაშვილის სახით, ამას ვერ მალავს. არც მალავდა, ამ ყველაფერს თავისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახორციელებდა, შემდეგ ე.წ. ოპოზიციაში ყოფნის დროს ვხედავთ თუ რა დესტრუქციას ემსახურება ეს აგენტურა და რა დავალებების შემსრულებლები არიან. ადამიანზე გვაქვს საუბარი, სახელსა და გვარზე, რომელმაც თავისი ქვეყნის მოქალაქეობა დათმო უცხო ქვეყანაში თანამდებობის დასაკავებლად. საუბარი გვაქვს სახელსა და გვარზე, რომელმაც უკრაინის ჰიმნი შეასრულა ზედმიწევნით, კორექტულად და და საქართველოს ჰიმნს ვერ მღერის. ეს არახალია თავის პრეზიდენტობის დროსაც, ბევრი ლექსის თუ იმის ციტირების დროს, მოსდიოდა შეცდომა იმიტომ, რომ ის არ არის ქართველი და უსამშობლო ყველაზე სწორად ჰქვია მას.

ვხედავთ ადამიანს და სახელს და გვარს, რომელიც არ იშლის იმ ბუნებას და კიდევ ერთხელ ემუქრება ჩვენს საზოგადოებას რაღაცა რევანშით. კიდევ ერთხელ ემუქრება სისხლის ღვრით. ადამიანი, რომელმაც პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მისი და მისი ე.წ. პარტიის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ სახეს, თუ რას წარმოადგენენ ამდენი წლის შემდეგაც ისინი. ის მუქარა, მკვლელობა, დაჩაგვრა, წართმევა, სიცოცხლის განადგურება, ბიზნესის განადგურება. ეს არის მათი სახე, რა თქმა უნდა, მათი ბელადი და სულიერი მამა ბატონი სააკაშვილის სახით, ამას ვერ მალავს. არც მალავდა, ამ ყველაფერს თავისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახორციელებდა, შემდეგ ე.წ. ოპოზიციაში ყოფნის დროს ვხედავთ თუ რა დესტრუქციას ემსახურება ეს აგენტურა და რა დავალებების შემსრულებლები არიან. ადამიანზე გვაქვს საუბარი, სახელსა და გვარზე, რომელმაც თავისი ქვეყნის მოქალაქეობა დათმო უცხო ქვეყანაში თანამდებობის დასაკავებლად. საუბარი გვაქვს სახელსა და გვარზე, რომელმაც უკრაინის ჰიმნი შეასრულა ზედმიწევნით, კორექტულად და და საქართველოს ჰიმნს ვერ მღერის. ეს არახალია თავის პრეზიდენტობის დროსაც, ბევრი ლექსის თუ იმის ციტირების დროს, მოსდიოდა შეცდომა იმიტომ, რომ ის არ არის ქართველი და უსამშობლო ყველაზე სწორად ჰქვია მას. ვხედავთ ადამიანს და სახელს და გვარს, რომელიც არ იშლის იმ ბუნებას და კიდევ ერთხელ ემუქრება ჩვენს საზოგადოებას რაღაცა რევანშით. კიდევ ერთხელ ემუქრება სისხლის ღვრით. ადამიანი, რომელმაც პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.