ინგა გუდაძე მერაბ მეტრეველის შესახებ: “ნაცების" მწამებელი პროკურორის სიძემ მოგვიწოდა, - ნაკრების
ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე სოციალურ ქსელში აკრიტიკებს მერაბ მეტრეველს მას შემდეგ, რაც მან ნაკრების თამაშზე უკრაინის ჰიმნის შესრულება მოითხოვა.

„ნაცების” მწამებელი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სიძემ, მერაბ მეტრეველმა მოგვიწოდა, – ნაკრების თამაშზე უკრაინის ჰიმნი ვიმღეროთო. წარმოგიდგენიათ, ხალხო? ამათი უსამშობლობა ზენიტშია”, – წერს ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე სოციალურ ქსელში.
“ჩვენ რომ 2008 წელს გვბომბავდნენ, ზელენსკი სკეჩებს წერდა და დაგვცინოდა, 2010 წლის 9 მაისს კი, რუსეთში, წითელ მოედანზე, მეგობრობის ნიშნად უკრაინელი ჯარისკაცები დააბიჯებდნენ და ვლადიმერ პუტინს “ჩესტს“ უღებდნენ.
ჩვენ დაბალი ღობე ვართ თუ პაპზე უფრო დიდი კათოლიკეები?
მერაბ, უკვე დროა, შეუერთდე უკრაინელი პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდს. ნუღარ წვალობ – მაინც არ ვარგიხარ ჟურნალისტად“, – წერს ინგა გუდაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.