ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ოცნების" პასუხი - "სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლად"

ქართული ოცნება

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს უპასუხეს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ჯაბა იოსელიანს შეადარა და ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა. გია ვოლსკიმ სააკაშვილის განცხადებები სისულელედ შეაფასა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებელი, ხოლო ნარკოტიკებთან ბრძოლა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო.

"ოცნების" პასუხი - "სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლად"
"ოცნების" პასუხი - "სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლად"TV პირველი

"ქართულ ოცნებაში" მიხეილ სააკაშვილის მძიმე ბრალდებებს უპასუხეს - მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილი და მხედრიონელი ჯაბა იოსელიანი ერთმანეთს შეადარა და ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა, მმართველ პარტიაში თქვეს, რომ "სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლად".

განცხადება პირველმა გია ვოლსკიმ გააკეთა და სააკაშვილის ნაამბობს "სისულელე" უწოდა. "ოცნების" სპიკერი ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ მესამე პრეზიდენტის დროს ნარკოტიკების ვაჭრობდნენ, ხოლო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნარკომანიასთან რეალური ბრძოლა დაიწყო.

სააკაშვილის გაცხადება და სააკაშვილისმაგვარი ტიპაჟების განცხადება ამ თემასთან მიმართებით, მიზანმიმართული ბოროტებაა. მიხეილ სააკაშვილი თვითონ ნარკოტიკების მომხმარებლად არის ცნობილი ზოგადად, რაზე იბრძოდა, სად იბრძოდა? ის იბრძოდა, რომ მედიაში რაიმე თავისუფალი სიტყვა არ თქმულიყო. რას გავს, რებს საუბრობს?

ვინც ამ სისულელეზე საუბრობს, მოქმედებს ერთი კონკრეტული ამოცანის შესასრულად, რომ ეს ბრძოლა, რაც მიმდინარეობს ნარკოტიკების წინააღმდეგ, დაყვანილი იყოს რაღაც გარკვეულ შიდა ბინძური პოლიტიკის წარმოდგენის შექმნაზე, თითქოს ის რაღაცა ხდება სცენის მიღმა. რაც უფრო მძლავრი იქნება სახელმწიფოს ბრძოლა ამ ნარკოტიკებსი შემოტანასთან მიმართებაში, მით მეტი იქნება შეტევა სამართალდამცავებზე, პოლიტიკაზეც და სააკაშვილს ძალიან კარგად მოხსენება, თუ რას სჩადიოდა ის იმ პერიოდში და რა ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო, როცა ადამიანები არათუ მოიხმარდნენ, არამედ თავისუფლად ვაჭრობდნენ ნარკოტიკებით. თვითონაც ამათი სტრუქტურებიც ამაში ჩართულები იყვნენ. ანუ მისი წასვლის შემდეგ დაიწყო გამოვლენა ამ სქემების", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი ჯაბა იოსელიანს შეადარა - სასამართლო პროცესზე, სადაც 7 ნოემბრის საქმე განიხილება, მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ "ოცნების" დამფუძნებელმა იოსელიანის მსგავსად ქვეყანაში ნარკოტიკები დააბრუნა. პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი "ოცნების" დამფუძნებელს კიდევ ერთ მძიმე ბრალდებას უყუნებს - სააკაშვილის მტკიცებით, ასევე ივანიშვილმა დაასაქმა "ქოლცენტრებში" ჩვენი მოქალაქეები და ისინი "თაღლითებად აქცია".

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლად“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„დამფუძნებელმა იოსელიანის მსგავსად ქვეყანაში ნარკოტიკები დააბრუნა. პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი“
ბიძინა ივანიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.