ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ძველ ბათუმში ხანძრის შედეგად ორი ბინა დაიწვა

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ქუთაისის ქუჩების კვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ხანძრის შედეგად ორი ბინა დაიწვა, ერთი ბინა კი დაზიანდა. მერიამ ოჯახებს ქირით გადაყვანა შესთავაზა.

ძველ ბათუმში ხანძრის შედეგად ორი ბინა დაიწვა
ძველ ბათუმში ხანძრის შედეგად ორი ბინა დაიწვაბათუმელები

27 სექტემბერს ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ქუთაისის ქუჩების კვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ორი ბინა დაიწვა, ერთი ბინა კი ხანძრის ქრობის დროს წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და პოლიცია. აქვე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ექიმის დახმარება დასჭირდა ერთ ქალს, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო ხელზე.

ხანძარი ძველ ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“

ორი ბინა სრულად დაიწვა, მესამე ბინა კი წყლის ძლიერმა ნაკადმა დააზიანა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქირით გადაყვანა შესთავაზეს სამივე ოჯახს, თუმცა ამ დროისთვის შეთავაზებას დასთანხმდა მხოლოდ ერთი ოჯახი.

ხანძარი ძველ ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“

ხანძარი ძველ ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.