პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტიინფრასტრუქტურის სამინისტრო

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან შეთანხმებას, რომლითაც ტრანსკასპიური დერეფნის პროექტისთვის 158,4 მილიონ ევროზე მეტი გამოიყოფა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საერთაშორისო ხელშეკრულებას - "საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)".

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, პარლამენტმა უკვე მოახდინა მსოფლიო ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირება, რომლის ფარგლებშიც გამოიყო 158,4 მილიონი ევრო და გათვალისწინებული იყო ბადიაურიდან ჩალაუბნამდე 17კმ-იანი, ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე 4კმ-იანი და გურჯაანიდან თელავამდე 36 კმ-იანი გზის მონაკვეთების მშენებლობა.

"აღნიშნული გზების მშენებლობის სავარაუდო ღირებულება ჯამში შეადგენს 317 მილიონ ევროს. პროექტის განსახორციელებლად მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო თანხის პირველი ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსდება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად ბანკმა სესხის სახით გამოყო 158,424,310 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, რომლის ხანგრძლივობა 25 წელია, მათ შორის 10 წელი შეღავათიანია.

პროექტის დასრულების თარიღია 2031 წლის 31 დეკემბერი და მას განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსაგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღნიშნული გზების მშენებლობის სავარაუდო ღირებულება ჯამში შეადგენს 317 მილიონ ევროს. პროექტის განსახორციელებლად მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო თანხის პირველი ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსდება“
გიორგი კაკაურიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები