დღეიდან საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო
საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო. შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა, განახლდა საგნობრივი სტანდარტები და სახელმძღვანელოები. დაწყებით საფეხურზე სავალდებულო გახდა სასკოლო ფორმა, სკოლებში ამოქმედდა მობილური ტელეფონებისა და ჭკვიანი საათების გამოყენების მიზნობრივი შეზღუდვის წესი, ხოლო სააღმზრდელო პროცესი განახლდა საჯარო და კერძო საბავშვო ბაღებში.

დღეიდან საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში ბევრი სიახლით იხსნება. შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლდა საგნობრივი სტანდარტები, რის საფუძველზეც მიმდინარეობს ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი.
მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში უკვე ახალი სახელმძღვანელოები დახვდებათ. დაწყებით საფეხურზე შემოდის სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება. ასევე, სკოლებში ამოქმედდება მობილური ტელეფონებისა და ჭკვიანი საათების გამოყენების მიზნობრივი შეზღუდვის წესი.
დღესვე ქვეყნის მასშტაბით სააღმზრდელო პროცესი იწყება ყველა საბავშვო ბაღში, როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაგა-ბაღებში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.