ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ასზე მეტი პირველკურსელი იუნკერი შეუერთდა. ახალგაზრდებმა შიდა შესარჩევი ტური გაიარეს და ისინი 6-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამას გაივლიან, რის შემდეგაც სწავლას საბაკალავრო პროგრამებზე გააგრძელებენ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ
ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენრუსთავი 2

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ. წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი 100-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.

აკადემიის წარმომადგენლებმა პირველკურსელ იუნკერებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებული უსაფრთხოების წესები და სამართლებრივი საკითხები გააცნეს.

იუნკერებს დაურიგდათ სამხედრო ფორმები, რის შემდეგაც, ყაზარმებში გადანაწილდნენ.

სამხედრო ცხოვრების დაწყებამდე ახალგაზრდებმა გაიარეს შიდა შესარჩევი ტური, რომელიც მოიცავდა ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში, ფსიქოლოგიურ შერჩევასა და სამედიცინო შემოწმებას.

პირველკურსელი იუნკერები გაივლიან 6-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამას. საკარანტინო პერიოდის შემდეგ, ისინი გააგრძელებენ სწავლას საბაკალავრო პროგრამებზე: თავდაცვა და უსაფრთხოება, თავდაცვის მენეჯმენტი, კიბერსივრცითი ოპერაციები და ინფორმაციის უსაფრთხოება, მექანიკის ინჟინერია და საავიაციო ინჟინერია.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულს მიენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ოფიცრის წოდება – ლეიტენანტი.

იუნკერებისთვის გათვალისწინებულია მზარდი სტიპენდია. ისინი აკადემიაში უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით, კვებით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მატერიალური და საკანცელარიო ნივთებით, სამხედრო ფორმითა და აღჭურვილობით. აკადემიის ინფრასტრუქტურული გარემო სრულად პასუხობს სამხედრო ტიპის სასწავლებლის უმაღლეს სტანდარტებს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის დასრულების შემდეგ, იუნკერებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში დასაქმების 100%-იანი პერსპექტივა ექნებათ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ახალი სამხედრო სკოლა და 330 მოსწავლისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა - კადეტები სპეციალურ სამხედრო კურსებს გაივლიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები