ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა სამხედრო ფიცი დადეს
ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველი კურსის იუნკრებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლის შემდეგ სამხედრო ფიცი დადეს. ცერემონიაზე წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები საპატიო სიგელებით დააჯილდოეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა სამხედრო ფიცი დადეს. მათ ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს, რაც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.
ფიცის დადების ცერემონიალზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მანუჩარ დვალიშვილმა სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებაზე წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…