დიდი გეოპოლიტიკური გადალაგება - რა შეიცვალა დიდი სახელმწიფოების ურთიერთობაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა. ვაშინგტონში დონალდ ტრამპმა სი ძინპინს უმასპინძლა, სადაც ლიდერებმა ვაჭრობისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სავაჭრო ზავი იანვრამდე გახანგრძლივეს. პარალელურად, ნიუ-იორკში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ვაშინგტონმა რუსეთსა და უკრაინას სამმხრივი მოლაპარაკება შესთავაზა.

მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა დასრულდა - პირისპირ შეხვდნენ ლიდერები, რომელთა გადაწყვეტილებებიც გავლენას არა მხოლოდ საკუთარ ქვეყნებზე, არამედ გლობალურ უსაფრთხოებასა და ვაჭრობაზე, ომსა და მშვიდობაზე, პლანეტის ტექნოლოგიურ მომავალზე ახდენს. ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში გამართული მოლაპარაკებების თემა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლებლობების განხილვა იყო.
თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა სი ძინპინს უმასპინძლა. მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის კონკურენცია რჩება, თუმცა ლიდერებმა ამჯერად თანამშრომლობის სფეროებიც გამოკვეთეს - ვაჭრობიდან ხელოვნურ ინტელექტის სფეროში თანამშრომლობამდე. სავაჭრო ზავი იანვრამდე გახანგრძლივდა, შეთანხმდნენ გარკვეული ტარიფების შემცირებაზე და ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე პირდაპირი კომუნიკაციის ახალი არხიც შექმნეს.
პარალელურად, აქტიურობაა უკრაინის ომის დიპლომატიურ ფრონტზეც. ნიუ-იორკში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ ვაშინგტონი რუსეთსა და უკრაინას სამმხრივ მოლაპარაკებას სთავაზობს, შესაძლო ადგილად კი არაბთა გაერთიანებული საამიროები განიხილება. რა შეიცვალა დიდი სახელმწიფოების ურთიერთობაში ამ ერთი კვირის განმავლობაში - აღნიშნულ საკითხებზე "კურიერი P.S."-ში ისაუბრეს.
ავტორი: ნათია ჩეხერია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.