პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “არანაირი არჩევნები არანაირ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ისევე, როგორც არ

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არანაირი არჩევნები არ არსებობს, ისევე როგორც თავად ეს რეგიონი ან დამოუკიდებელი აფხაზეთი. მისი თქმით, ტერიტორიებზე ხელისუფლებას რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და მთავარი ამოცანა ოკუპაციის დასრულება და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა.

შალვა პაპუაშვილი: “არანაირი არჩევნები არანაირ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ისევე, როგორც არ
POSTV

„არანაირი არჩევნები არანაირ ოკიპირებულ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელი აფხაზეთი და ა.შ.”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ რუსეთი ორივე ამ ტერიტორიაზე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთს აქვს ეს ორივე ტერიტორია ოკუპირებული. შესაბამისად, ორივე ამ ტერიტორიაზე ხელისუფლებას ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. სხვა დანარჩენს აქ შინაარსი და დატვირთვა არ აქვს. ასე რომ, ნებისმიერი შესვლა საკითხებში, რომ ახლა იქ არჩევნები არის თუ არ არის, ნიშნავს, რომ უნდა განვიხილოთ, ლეგიტიმურია თუ არალეგიტიმური.

ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს. ჩვენი მთავარი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არის ის, რომ რუსეთმა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის, მათ შორის, მთავარი ბარიერი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაში. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება იქნება და ყველა ეს ბარიერი მოიხსნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიარანაირი არჩევნები არანაირ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს - პაპუაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში "პრეზიდენტის...
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისაგარეო საქმეთა სამინისტრო, აუცილებლად, გააკეთებს განცხადებას - კობახიძე ოკუპირებულ ცხინვალში "პრეზიდენტის...
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფის განცხადებაზე - ის, რომ ვითომ, რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს ინტერესებზე ზრუნავენ, ფარისევლობაა - ისინი ჩვენს, ისევე როგორ უკრაინის თემას, რუსეთთან საკუთარი ანგარიშების გასასწორებლადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები